მთავარისიახლეებიმსოფლიოდაჯგუფება ,,ისლამური სახელმწიფო'' და 26 ივნისის საზარელი ტერაქტების სერია

დაჯგუფება ,,ისლამური სახელმწიფო” და 26 ივნისის საზარელი ტერაქტების სერია

Published on

 

დაჯგუფება ,,ისლამურმასახელმწიფომ'' პასუხისმგებლობა აიღო ტუნისში მომხდარ ტერორისტულ აქტზე, რომლის შედეგად დაიღუპა  39 ადამიანი , 40 კი დაშავდა.

,,ჩვენმა ძმამ , ხალიფატის ჯარისკაცმა  აბუ იეხია ალ – კარუნმა შეძლო თავისი ამოცანის განხორციელება  ოტელში ,,იმპერიალი '' – ნათქვამია  დაჯგუფების მიერ გავრცელებულ განცხადებაში – შეტევის შედეგი იყო ,,ბორდელის'' განადგურება და 40 ურწმუნოს მოკვდინება'' . 

ტუნისის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ტუნისელმა სტუდენტმა, რომელსაც შავი შორტები და და მაისური ეცვა, ქოლგის ქვეშ დამალული კალაშნიკოვის ავტომატიდან გაუხსნა ცეცხლი საკურორტო ქალაქ სუსიში მდებარე სასტუმროს   "იმპერიალ მარბას" მიმდებარე სანაპიროზე მყოფ ადამიანებს,  ხოლო შემდეგ უშუალოდ კომპლექსში შეიჭრა და საცურაო აუზთან მყოფი დამსვენებლები დაცხრილა.  გარდაცვლილთა და დაშავებულთა შორის არიან ადგილობრივებიც, მაგრამ უმეტესობა ევროპელი ტურისტია, მათ შორის ბრიტანელები, ბელგიელები, გერმანელები და რუსები.თავდამსხმელი სამართალდამცველებმა ადგილზევე მოკლეს. 

თავდასხმის შემდეგ ტუნისის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება სახელმწიფო კონტროლის გარეშე მოქმედი  80 მეჩეთის დახურვის შესახებ. 

ტუნისში განხორციელებული ტერორისტული აქტი ყველაზე სისხლიანი აღმოჩნდა ამ ქვეყანაში, აგრეთვე  ქუვეითსა და საფრანგეთში მომხდარი ტერაქტების სერიაში.

 როგორც ცნობილია, იმავე დღეს ტერაქტები განხორციელდა საფრანგეთში, კუვეიტსა და სომალიში.

ქალაქ ელ – კუვეიტში შიიტურ მეჩეთში ლოცვისას აფეთქება მოხდა. წინასწარი მონაცემებით ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა ტერორისტმა თვითმკვლელმა. შედეგად დაიღუპა 25 ადამიანი, დაშავდა – 202.

საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში გაზგასამართი საწარმოს ეზოში ავტომაქანით შეიჭრა და გაზით სავსე ბალონ-სათავსოებს შეეჯახა ასევე შავებში ჩაცმული მამაკაცი. სედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორმა სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო. 

გარდა ამისა რადიკალური დაჯგუფება ,,აშ – შაბაბის" მებრძოლები თავს დაესხნენ აფრიკის კავშირის ბაზას სომალიში. დაიღუპა 50 – ზე მეტო სამხედრო მოსამსახურე ბურუნდიდან. 

ტერაქტების სერიის გამო ევროპის რამდენიმე ქვეყანამ აამაღლა უსაფრთხოების ნიშნული 

 

 

 

 

 

 

 

სიახლეები

თუ ჩახუნაშვილი აღიარებს დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ-გვარაკიძე

ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება...

ფსიქო ტროპული წალმების უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გახსნეს საქმე, რომელიც შეეხება 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების...

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრადებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ. განაჩენი მოსამართლე...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულ 12 პირს, სიმონ მახარაძეს, კახაბერ კვაჭანტირაძეს, გია თოლორაიას, მიხეილ...