მთავარისიახლეებიკონფლიქტებიძალადობა აფხაზეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთში გრძელდება- ნთქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ...

ძალადობა აფხაზეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთში გრძელდება- ნთქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში

Published on

 აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონების დე ფაქტო მთავრობები ცენტრალური მთავრობის კონტროლს მიღმა რჩებიან, მთ  მხარს უჭერს ათასობით რუსი სამხედრო და სასაზღვრო დაცვა, რომლებიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ამ ტერიტორიებზე  იმყოფებიან. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ადმინისტრაციული საზღვრის "ბორდერიზაცია" წლის განმავლობაში უფრო ინტენსიური გახდა, რაც ქართველ მოსახლეობას ერთმანეთთან აშორებს და მათ ცხოვრებას ართულებს" – აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ  გამოქვეყნებულ ანგარიშში  –   აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის  დე ფაქტო მთავრობები განაგრძობენ ეთნიკურად ქართველების უფლებების შეზღუდვას, ხმის მიცემის უფლებისა და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის, ასევე, ქონების ფლობის, ბიზნესის დარეგისტრირებისა და გადაადგილების მხრივ .

"ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება აფხაზეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთში შენარჩუნებულია, თუმცა  ძალადობა ორივე ტერიტორიაზე გრძელდება. რუსი სასაზღვრო დაცვის წევრები ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილებას უზღუდავენ. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული ადამიანის უფლებების მხრივ და ჰუმანიტარული ვითარების შესახებ მცირე ოფიციალური ინფორმაცია არსებობს იმის გამო, რომ აღნიშნულ რეგიონებში შესვლა შეზღუდულია – "წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის" გამოკლებით, დე ფაქტო მთავრობა სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს სამხრეთ ოსეთის ტერიტრორიაზე ჰუმანიტარული დახმარებისთვის რეგულარული შესვლის უფლებას არ აძლევს.''  – წერია  ანგრიშში.

სიახლეები

კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ სახელისუფლებო კორუფციაა დამარცხებულად გამოაცხადა - პარლამენტში მისული მთავრობის მთაური ირწმუნება, რომ "კორუფცია...

საიამ სტრასბურგში ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარს გზავნის. საიას...

ყალბ ფხვნილებს ამზადებდნენ და ცნობილი ბრენდების სახელით ყიდდნენ-დაკავებულია 2 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ქვემო ქართლში ყალბი სარეცხი ფხვნილების კუსტარული საწარმო გამოავლინეს. საქმეზე...

სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა

სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის მოადგილე ირაკლი მხეიძეა |...