ისლამური სახელმწიფოს პროვინცია კავკასიაში?

0
629

21 ივნისს YouTube- ზე გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელშიც ნათქვამია, რომ ე.წ. ,,კავკასიის იმარატმა“ სრული შემადგენლობით შეფიცა ერთგულება ,,ისლამურ სახელწიფოსა’’ და მის ლიდერს აბუ-ბაქრი ალ – ბაჰდადის. ხაზგასმით აღინიშნება აგრეთვე ის, რომ კავკასიელი ისლამისტი მებრძოლები ერთსულოვანნი არიან თავიანთ გადაწყვეტილებაში.

რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ გავრცელებული ცნობით,  ,,კავკასიის იმარატის’’ სტრუქურული ქვედანაყოფები მეტნაკლებად მოქმედებენ  თითქმის მთელ ჩრდილოეთ კავკასიაში, განსაკუთრებით  – ჩეჩნეთში, დაღესტანში, ყაბარდო – ბალყარეთში, ინგუშეთში.

გუშინ  გაკეთებულ განცხადებაში რუსეთის უშიშრობის საბჭოს მდივნის მოადგილემ  ევგენი ლუკიანოვმა  მოუწოდა სპარსეთის ყურის ქვეყნებს მოუწოდა   გააცნობიერონ, რომ სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი უსაფრთხოების ბოლო ციტადელია დ მხარი უნდა დაუჭირონ დამასკოს ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში, რადგან რადიკალი ისლამისტები უკვე რეალურად ქმნიან სახელმწიფოს:  არა მარტო ტერორიტულ აქტებს აწყობენ, არამედ იტაცებენ ტერიტორიებს, ქმნიან ამ ტერიტორიებზე მმართველობის ორგანოებს, შემოქვათ შარიათის კანონები და სხვ.  

ბრიტანული გაზეთის The Telegraph- ის მიერ  24 ივნისს გავრცელებული ინფორმაციით, ისლამურმა სახელმწიფომ მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე უკვე გაუშვა მიმოქცევაში საკუთარი ვალუტა  – ოქროს ,,ისლამური დინარი“ . ერთი მონეტის ფასი 139 აშშ დოლარის შეესაბამება. საკუტარი ვალუტის ემისიის საფუძვლად მათ აიღეს ისლამური დინარი, რომელიც ხალიფა ოსმანის დროს, 630 – იან წლებშია მოჭრილი. საკუტარი ვალურტის გამოშვებას მებრძოლები ხსნიან მისწრაფებით ,,თავი დაიცვან სატანის გლობალური ეკონომიკისაგან“.

რუსეთში მთელი სერიოზულობით განიხილება მოვლენთა შესაძლო განვთარების ფრიად სავალალო სცენარი: თუ რადიკალურმა ისლამისტებმა შეძლეს თავიანთი კონტროლი დაამყარონ ტერიტორიაზე ჩრდილოეთ კავკასიიდან სპარსეთის ყურემდე, მეზობელ სახელმწიფოებს მშვიდი ძილის საშუალება მოესპობათ.  

,,ამჟამად ისლამურ სახელმწიფოს უპირიპირდებიან ირანი, სირიის ხელისუფლება, ლიბანის ,,ჰეზბოლა“, ერაყის შიიტური მილიცია, ერაყის არმია, რომელსაც აშშ აფინანსებს, აგრეთვე ირანელი და სირიელი ქურთები, – აცხადებს მოსკოვის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების შემსწავლელი ცენტრის დირექტორი ს. ბაღდასაროვი – რა თქმა უნდა მას ავიადარტყმებს აყენებს კოალიცია აშშ მეთაურობით, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ცვლის. ‘’

კითხვაზე თუ რამდენად დიდი ტერიტორიის გაკონტროლებას უმიზნებს ისლამური სახელმწიფო, იგი პასუხობს,  რომ,  მისი აზრით, მებრძოლებს არა აქვთ მკაფიოდ განსაზღვრული გეგმა, სად შეიძლება გაჩერდნენ.  არის განცხადებები, რომ იდეალში ისინი ისურვებდნენ  გასვლას ხმელთაშუა ზღვაზე სირიის რაიონში და ბაღდადის აღებას. ყურადსაღებია, რომ ისლამური სახელმწიფოს დროშა შავია, – ეს 750 – 1258 წლებში არსებული აბასიდური  ხალიფატის დროშაა, იმხანად კი ხალიფატის დედაქალაქი სწორედ ბაღდადი იყო.  

თუ ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა ამ მიზნებს აღწიეს, ეს კატახტროფა იქნება მთელ რეგიონისთვის, რეალურად არსებობ საშიშროებაც, რომ  ასე გაძლიერების შემთხვევაში ისინი  ჩრდილოეთ კავკასიასაც წაეპოტინებიან – ამბობს ბაღდასაროვი –  თუმცა  არ ვფიქრობ, რომ საქმე ჩრდილოეთ კავკასიაში სერიოზულ გართულებამდე მივა, მაგრამ რაღაც უჯრედები შეიძლება შექმნან . ჩვენ ზალიაან ცოტა ვიცით ამ ქმედებების შესახებ, ამის მაჩვენებელია ისიც, რომ სახელდება ისლამური სახელმწიფოს მხარეს მებრძოლი რუსეთის მოქალაქეების  სულ სხვადასხვა რაოდენობა – ახლახან სახელდებოდა 500, დღეს უკვე 2000. ალბათ, დროა მეტი ვიმუშაოთ  ამ რაოდენობის დაზუსტებაზე, ქვეყნიდან ისლამური სახელმწიფოს მხარეს საბრძოლველად გადასული პირების იდენტიფიკააციაზე და მათთვის რუსეთში დაბრუნების აკრძალვაზე  . ისინი უკან აღარ უნდა შემოვუშვათ. წინააღმდეგ შემთთხვევაში ჩვენ მივიღებთ ახალ ტერაქტებს და თან არა მხოლოდ ჩრდილოეთ კავკასიაში, არამედ ვოლგისპირეთშიც. 

წინა სტატია13 ივნისის ღამეს დაკარგულთა ცხედრებს მტკვარში ეძებენ
შემდეგი სტატიააშშ სახელმწიფო დეპარტამენტი ადამიანის უფლებების შესახებ მოხსენებას აქვეყნებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური