მთავარისიახლეებიკონფლიქტებიაფხაზი დეპუტატები: რას მოითხოვს რუსეთი ჩვენგან, რაზე უნდა ვთქვათ უარი...

აფხაზი დეპუტატები: რას მოითხოვს რუსეთი ჩვენგან, რაზე უნდა ვთქვათ უარი – სუვერენიტეტზე? საკუთარ ღირსებზე?

Published on

ე.წ. აფხაზეთის პარლამენტში გიმართა შეხვედრა დე – ფააქტო  პრემიერ -მინიტრთან არტურ მიქვაბიასთან, რომელსაც უნდა წარედგინა რუსეთში თავისი ვიზიტის ანგარიში. განსხვავებით პარლმენტში მისი პირველი გამოსვლისგან ამ რანგში, აქ მას პირველივე წინადადება შეატეხეს პირში – დეპუტატებმა აღარ ისურვეს რუსეთის მშვენიერი სანახებისა და რუსი პოლიტიკოსებისს კეთილგანწობილი სახეების აღწერის მოსმენა  და ჯიქურ დასვეს შეკითხვები – სად არის და რატომ არ მოდის რუსეთიდან შეპირებული ფული, რომმელიც აფხააზეთს უნდა მიეღო რუსეთთან დაადებული  ხელშეკრულების ფარგლებში.

დარბაზში ატყდა დიდი ხმაური და ვნებათა ღელვა, რომელიც გადაიზარდა რუსეთთან დაადებული ხელშეკრულების კაბალური პირობებისს ღია კრიტიკში და რუსული მხარს გაუთავებელი სიცრუის მხილებაში: დეპუტატებმა ღიად განაცხადეს, რომ  რუსეთი აფხაზეთს სთავაზობს მხოლოდ  ისეთ პროექტებს, რომელნიც საფრთხეს უქმნიან მის სუვერენიტეტს, უფრო მეტიც, ამ პროექტებს თან ახლავს შეურაცხმყოფელი ზეწოლა: თუ ხელს არ მოაწერთ, ვერ მიიღებთ ფულს, რომელსც 1 იანვრიდან ელით.

დეპუტატები ითხოვდნენ კონკრეტულ პასუხს, როდის მიიღებს ხალხი პენსიებს, როდის დარიგდებაა ხელფასები და სოცალური დახმარებები, რასააც დააცაარიელებული ხაზინა ვერ ააუდი დაა ხაალხი შიმშილის ზღვაარზეა მისული.
,,თქვენ გგონიათ მე ამაზე არ ვილაპარაკე მოსკოვში, და თუ  გგონიათ, რომ ჩემი ხალხის ბედი არ მაღელვებს ახლავე ავდგები და წავაალ აქედაან. მე ეს პოსტი ამდენ ნერვიულობად არ მიღირს – აღშფოთდა არტურ მიქვაბია – თქვენ ხომ ხედავთ, რაშია საქმე, რომ აქ ჩემი ნება არ არის მთავარი ‘’

,,მაშ გადით ხალხთან და აუხსენით რაშია პრობლემაა. თქვენ დუმხართ და სხვას უნახავთ ნამუსს, ხალხი კი ამბოხებულია, რადგან არ იცის, ვინ არის დამნაშავე“ – გაისმა რეპლიკა დარბაზიდან.

რეპლიკის ავტორის პასუხად დეპუტატმა ლეონიდ ჩამაგუამ წაარმოთქვა სიტყვა, რომელსაც ყველა იქ მყოფის ტაში მოჰყვა და რომელზედაც  დღეს მთელი აფხაზეთი ლაპარაკობს.

,,ხალხმა ყველაფერი იცის. ეს თემა დიდი ხანია ჩვენს საზოგადოებაში განიხილება. თურმე ის, რაც ჩვენ ვივალდებულეთ, უფასოდ უნდა გავცეთ, ხოლო ის, რაც სხვამ ივალდებულა, მოიცდის და უფრო მეტიც – ახალ-ახალ წინაპირობებს  მოითხოვს ჩვენგან. პირდაპირ გვითხრან – რას მოითხოვენ ჩვენგან, რაზე უნდა ვთქვათ უარი – სუვერენიტეტზე? საკუთარ ღირსებზე? – თქვა ჩამაგუამ -აფხაზეთს დასამადლებელი არაფერი ჭირს, იქნებ  უარი ვთქვათ ფულზე, რომელსაც რუსეთი დაგვპირდა და პირდაპირ მოვთხოვოთ არა დახმარება, არამედ  აქ განთავსებული მისი სამხედრო ბაზების იჯარის საფასური.
არტურ მიქვაბიასს პასუხი ასეთი იყო:  თქვენ ხედავთ, რა ხდება. ჩვენ რუსეთის დაუხმარებლად მილიციის მუშაობაც კი ვერ მოვაწესრიგეთ. თუ დახმარებას გვთავაზობენ, დიხაც უნდა ვუთხრათ მადლობა . როცა დახმარება არ დაგვჭირდება, ისინი აქეთ გვეტყვიან მადლობას, დახმარებას ძალით არავინ გვახვევს თავს.  ნუთუ არ გესმით , რომ რუსეთს აქ არანაირი მერკანტილური ინტერსებ არა აქვს. თან რაა ბაზების იჯარაზე ლაპარაკობთ? რუსეთი ბაიკონურისთვის წელიწდში სამ მილიარდ რუბლს იხდის  და შეადარეთ ეს ინფრასტრუქურა აქაურ ბაზებს. განა რამდენს გადაგვიხდიან? თან არ დაგავიწყდეთ, რომ ყაზახეთს ბაიკონურის  ხათრით არანაირი პრივილეგია არა აქვს რუსეთისგან ‘’

ზოგიერთმ დეპუტატმა  კვლავ ემოციური შეპასუხება სცდა, მაგრამ ტონი აშკარად შერბილდა. ბოლოს ყველაფერი ბიუროკრატიულ წინაღობებს, ცალკეული რუსი ჩინოვნიკების უგულისყურობას დაბრალდა.

შეხვედრის დასასრულს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შეიქნას სამოქალაქო მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც თვალს მიადევნებს მხარეების მიერ რუსეთ – აფახაზეთის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას დ განსაკუთრებით   დაპირებული ფულის შემოდინების პროცესს.  

სიახლეები

ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა

სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე...

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა - ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე...

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ზურაბ ზვიადაური

თბილისში დააკავეს ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი და "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური. ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ს...

საგამოძიებომ 75 137 ბოთლი კუსტარულად დამზადებული სასმელი ამოიღო – დააკავეს 7 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური...