მთავარისიახლეებისპორტიBiletebi.ge-ზე შეფერხებააა: მომხმარებლები ვერ ყიდულობენ UEFA-ს სუპერთასის ბილეთებს

Biletebi.ge-ზე შეფერხებააა: მომხმარებლები ვერ ყიდულობენ UEFA-ს სუპერთასის ბილეთებს

Published on

ქართულ საფეხბურთო სამყაროში მღლვარებაა – UEFA-ს სუპერთასის ბილეთებს მომხმარებლები Biletebi.ge-ზე ვერ ყიდულობენ, თუმცა  ბილეთების გაყიდვა აღნიშნულ საიტზე დღეს დილით, 09:00 საათზე უნდა დაწყებულიყო. 

biletebi.ge-ს წარმომადგენლის განცხადებით, საიტი ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი გახდა და ამიტომაც საიტი დროებით გათიშულია. მოგვიანებით კი აღინიშნა, რომ საიტზე წამში 10.000 ტრანზაქცია მოდის, რასაც "მხოლოდ "ამაზონის" სერვერი თუ გაუძლებდა". 

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა აცხადებს, რომ ყველანაირი პასუხისმგებლობა სუპერთასის ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით საიტ biletebi.ge-ს ადმინისტრაციას ეკისრება, რომელმაც ფედერაციას და უეფას გარანტია მისცა, რომ პრობლემები არ შეიქმნებოდა და ტესტიც ჩაატარა. 

 

„ყველანაირი ხარვეზი, რომელიც იქნება და რამე პრობლემები თუ შეიქმნება, ყველაფერზე პასუხისმგებელი არის biletebi.ge. გუშინ მოგვცეს გარანტია, რომ არანაირი პრობლემა არ იქნებოდა. ტესტი ჩატარებულია, რომელიც 2500 მყიდველზე იყო გათვლილი ერთდროულად. სამწუხაროდ, დღეს 09:05 საათზე მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ საიტზე შემოვიდა 10 000 კაცი, რა თქმა უნდა, გაუჭირდათ, მაგრამ გვყავს ხაზზე, ფედერაცია და უეფა ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ეს ხარვეზები გაასწორონ და დაიწყოს ბილეთების ნორმალური გაყიდვები.

 

კონტრაქტით ვალდებულები არიან, რომ დღეს გაიყიდოს ბილეთები, გაყიდვა უნდა დაწყებულიყო ცხრა საათზე, ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ როგორც ახლა ვხვდებით, გარანტიებს კი გვაძლევდნენ, მაგრამ ტექნიკურად არ ყოფილან მზად, იმისთვის, რომ ასეთი რაოდენობის ხალხი შემოვიდოდა საიტზე",- განაცხადა ზვიად სიჭინავამ ფეხბურთის ფედერაციაში გამართულ ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, რომ 11 აგვისტოს, თბილისში დინამო არენაზე 22:45 საათზე ბარსელონა სევილიას დაუპირისპირდება.

 

 

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...