მთავარისიახლეებიპოლიტიკასენატორი მაკკეინი: ,,ჩვენი ამოცანაა, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველომ დაკარგული ტერიტორიები დაიბრუნოს....

სენატორი მაკკეინი: ,,ჩვენი ამოცანაა, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველომ დაკარგული ტერიტორიები დაიბრუნოს. ჩვენ არასდროს დავნებდებით“

Published on

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბრატისლავაში მყოფმა  საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა GLOBSEC-ის ფარგლებში სენატორ ჯონ მაკკეინთან შეხვედრა გამართა. საქართველოს პრეზიდენტთან და ქართულ დელეგაციასთან შეხვედრას აშშ-ის სენატორები ჯონ ბაროსსო და ტომ კოტონიც ესწრებოდნენ"-

მაკკეინმა გიორგი მარგველაშვილს დატრიალებული ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა და თანადგომა გამოუცხადა.

შეხვედრისას მხარეებმა გლობალური უსაფრთხოების საკითხები განიხილეს და ყურადღება გაამახვილეს ნატოს მისიებში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე,  საქართველო-ამერიკას შორის გაფორმებული ქარტიის ფარგლებში წარმატებულ თანამშრომლობაზე და ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივაზე.

ჩვენი ამოცანაა, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველომ დაკარგული ტერიტორიები დაიბრუნოს. ჩვენ არასდროს დავნებდებით“-განაცხადა მაკკეინმა.

საქართველოს პრეზიდენტმა  ჯონ მაკკეინს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენტეტის, არაღიარების პოლიტიკის, ევროპულ და ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში პირადად მისი და აშშ-ს მხრიდან აღმოჩენილი ურყევი თანადგომისათვის, ასევე ამერიკის კონგრესის მიერ მიღებული საქართველოს მხადამჭერი იმ რეზოლუციებისა და სამართლებრივი აქტებისათვის, რომლებსაც ჩვენი ქვეყნისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

პრეზიდენტმა  სენატორი საქართველოში მოიწვია. პრესსამსახურის ცნობით, სენატორმა მიიღო ეს წინადადება და მისი ვიზიტი საქართველოში უახლოეს ხანებში შედგება. .

მარგველაშვილთან შეხვედრის წინ მაკკეინმა კომენტარები გააკეთა  „რუსთავი 2-თან“: "ქართველი ხალხი ჩვენს ძალიან ძვირფას მეგობრად მიმაჩნია. ჩვენ საერთო ინტერესები გვაქვს. მოუთმენლად ველი საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრას. კარგი მეგობრობა მაკავშირებს ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილთანაც.''- განაცხადა მან. 

 

სიახლეები

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...

უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...