მთავარისიახლეებისაზოგადოებაჟურნალისტისთვის სამთავრობო ჯილდო ცხელ წერტილში მუშაობისთვის შეურაცხმყოფელია

ჟურნალისტისთვის სამთავრობო ჯილდო ცხელ წერტილში მუშაობისთვის შეურაცხმყოფელია

Published on

ტელეკომპანია ,,იმედის“ ჟურნალისტი გურამ როგავა სოციალურ მედიაში ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას, რომ ცხელ წერტილში მომუშავე ჟურნალისტები დაჯილდოვდნენ, .

,, ხელისუფლების ასეთი ინიციატივები ნამდვილი ჟურნალისტისთვის შეურაცხმყოფელი უნდა იყოს. ჩვენ არ ვართ გმირები იმის გამო, რომ ცხელ წერტილებში ვმუშაობთ და ხშირად მართლა სიცოცხლის ფასად გვიწევს ახალი ამბების მოყოლა. ეს ჩვენი საქმეა, თავიდანვე ვიცოდით რომ რთული იქნებოდა, პროფესია გააზრებულად ავირჩიეთ, 

სარისკო ადგილებში მუშაობა არ არის გმირობა, ეს ჩვენი ყოველდღიურობაა, რუტინაა, რომელსაც არ სჭირდება პომპეზური დაჯილდოების ცერემონიალები მთავრობის კანცელარიაში. ჟურნალისტებს ის უფრო გაგვიხარდება, მწვავე შეკითხვების დასმის დროს ამომწურავი პასუხები გაგვცეთ და არ გვლანძღოთ იმის გამო, რომ ჩასაფრებულის პოზიციიდან გელაპარაკებით. ნუ გწყინთ, როცა გესხმით თავს და შეცდომებზე მიგითითებთ. დიახ, ჩვენ მტაცებლები ვართ და თქვენზე ვნადირობთ, ჩვენი ნადავლი ის პოლიტიკოსები არიან, ვინც საზოგადოებას ატყუებენ, წინასაარჩევნო დაპირებებს არ ასრულებენ… ჩვენ მტაცებლის ინსტინქტი გვაქვს და პოტენციური მსხვერპლისგან ჯილდოებს ვერ მივიღებთ. მოკლედ, არ ვიცი, ჩემი რომელი კოლეგა დათანხმდება ხელისუფლების ამ საჩუქარს, მაგრამ იცოდეთ, რომ ამ მედლის დაკიდებით, თქვენ საკუთარ პროფესიას დაიკიდებთ. მე კი მგონია, რომ ჩვენი პროფესია ამას არ იმსახურებს. მთავრობისგან "ქვეყნის დამსახურებული ჟურნალისტის" სტატუსის მინიჭებით თქვენ დაკარგავთ მტაცებლის ინსტინქტებს, იმ ფისოებად იქცევით, პატრონს რომ ეხახუნებიან ფეხებზე და მოფერებას, თავზე ხელის გადასმას სთხოვენ“ – წერს სოციალურ ქსელში გურამ როგავა.

სიახლეები

მედია- ფონ დერ ლაიენის თვითმფრინავს, სავარაუდოდ, რუსეთის ჩარევის შედეგად, GPS გაეთიშა

31 აგვისტოს, თვითმფრინავს, რომელშიც ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი იმყოფებოდა, ბულგარეთში, პლოვდივის აეროპორტში...

კახა კალაძისთვის “ევროკავშირი ღირებულებებისგან დაცლილია”

კახა კალაძისთვის "ევროკავშირი ღირებულებებისგან დაცლილია". ამის შესახებ მან პირველების კითხვის საპასუხოდ ისაუბრა. დედაქალაქის მერი...

ლვოვში უკრაინის ყოფილი პარლამენტის სპიკერი ანდრეი პარუბი მოკლეს

30 აგვისტოს ლვოვში უკრაინის ყოფილი პარლამენტის სპიკერი ანდრეი პარუბი მოკლეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი...

ზელენსკი- ერთადერთი, ვისაც ომის გაგრძელება სურს, რუსეთია – მსოფლიოსგან მტკიცე პოზიციას ველით

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორ კვირის წინ მოსკოვს ვადა...