მთავარისიახლეებიკონფლიქტები,,როცა აფხაზეთს სურდო აქვს, თურქეთს - გრიპი ჭირს''

,,როცა აფხაზეთს სურდო აქვს, თურქეთს – გრიპი ჭირს”

Published on

19 ივნისს სოხუმში  გაიმართა აფხაზი, თურქი და რუსი პოლიტოლოგების შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში. შეხვედრაზე განხილულ იქნა ,,სამ ქვეყანას შორის ურთიერთობის პერსპექტივასთან დაკავშირებული.

კონფლიქტები აფხაზეთში, მთიან ყარაბაღსა და სამხრეთ ოსეთში ხელს უშლის სამხრეთ კავკასიის შემდგომ განვითარებას – აღნიშნა ანკარის პოლიტიკური კვლევების ცენტრის პრეზიდენტმა, თურქეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ივალ ჩევიკეზმა – სანამ ეს კონფლიქტები გადაუჭყვეტელი რჩება, ისინი საფრთხეს უქმნიან არა მხოლოდ კონკრეტული მხარეების, არამედ მთელი რეგიონის განვითარებას.

 

,, თურქეთის პოზიცია აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით იმთავითვე მკაფიოდ იყო განსაზღვრული –  იგი ეყრდნობა საერთაშორისო სამართალს და მხარს უჭერს საქართვლოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებში, მაგრამ, მიუხედავად ამის,ა აფხაზეთის პოლიტიკური იზოლაცია გაუმართლებელია და ხელს უშლის მის განვითარებას. საერთაშორისო საზოგადოებამ ზეგავლენა უნდა მოახდინოს საქართველოზე, რათა მან გადადგას ნაბიჯები, რომელიც ხელს შეუწყობს აფხაზეთის ღიაობას, საქართველომ უნდა გაუგოს და პატივი სცეს აფხაზეთის მისწრაფებას დამოუკიდებლობისაკენ.-განაცხადა ჩევიკეზმა.

ცენტრის დირექტორმა ასან კანბოლატმა  თავის მხრივ დასძინა, რომ დღეს აფხაზეთი ვითარდება და არსებობს ყველა საფუძველი ოპტიმისტური პროგნოზებისთვის.

თურქეთის მოქალაქეები აფხაზებს მონათესავე და მეგობარ ხალხად მიიჩნევენ.  ,,როცა აფხაზეთს სურდო აქვს, თურქეთს  გრიპი ჭირს, ჩვენ ერთი ორგანიზმი ვართ – განაცხადა კანბოლატმა.

სიახლეები

TI- “ქართულმა ოცნებამ” 93 სიტყვა აკრძალა

"კომუნიკაციების კომისია კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ღია ცენზორის როლს ასრულებს" - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო"წერს...

ივანიშვილი აშშ-ს მიერ სანქცირებულთა სიაში რჩება

ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულთა სიაში რჩება - ამერიკის ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა განახლებული სია...

უკრაინული დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა

უკრაინული დელეგაცია დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავა. ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების ცნობით,...

ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმთან შეწყალების თხოვნას არ აპირებს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ნადირაძე საპატიმროდან მორიგ მიმართვას ავრცელებს. ნადირაძე...