მთავარისიახლეებისაზოგადოებაამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა საქართველოს აღდგენით სამუშაოებში დაეხმარება

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა საქართველოს აღდგენით სამუშაოებში დაეხმარება

Published on

 

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა USAID/Georgia-ს მეშვეობით მზად არის სხვადასხვა აღდგენითი სამუშაოებით დაეხმაროს საქართველოს მთავრობას და თბილისს, სადაც 13-14 ივნისს წყალდიდობამ შეიწირა ადამიანთა სიცოცხლე და გაანადგურა ზოოპარკი. 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან და თბილისის მერიასთან კოორდინაციის შემდეგ, მომავალი რამდენიმე კვირის განმავლობაში USAID-ის მოწვევით თბილისში ჩამოვა აშშ-ის სატყეო სამსახურის ბუნებრივი რესურსების ორი ჯგუფი. მომავალ კვირას ჩამოდის პირველი ჯგუფი, რომლის წევრები არიან გეოტექნიკური ინჟინერი, მდინარის აუზის სპეციალისტი და ჰიდროლოგი. ისინი შეაფასებენ სტიქიის ზონას და საქართველოს მთავრობას მისცემენ რეკომენდაციებს, თუ როგორ შეამცირონ მომავალი რისკები მოკლე ვადებში. ორი-სამი კვირის შემდეგ კი ჩამოვა მეორე ჯგუფი, კერძოდ ზოოპარკის სპეციალისტები. ისინი შეიმუშავებენ რეკომენდაციებს თბილისის ზოოპარკის ადგილმდებარეობის და მოდერნიზების შესახებ. 
აშშ-ის მთავრობა მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს მთავრობასთან კოორდინირებულ მუშაობას, რათა ზუსტად განისაზღვროს წყალდიდობის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრასთვის საჭირო ღონისძიებები.

სიახლეები

ირანში სამხედრო მოქმედებებს ისრაელი მინიმუმ, სამი კვირით გააგრძელებს

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) პრესსპიკერის თქმით, ისრაელი ირანში სამხედრო მოქმედებების გაგრძელებას, სულ მცირე, სამი კვირით გეგმავს. "წინ ათასობით...

16 მარტის ამინდი საქართველოში, ქალაქების მიხედვით

16 მარტს, საქართველოს უმეტეს რეგიონებში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსები ზოგან თოვლს, მაღალ მთაში კი...

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოზე იმსჯელებენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე იმსჯელებენ. საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბრიუსელის...

ირაკლი კობახიძე ოპოზიციისგან აღიარებას ითხოვს

ირაკლი კობახიძე ოპოზიციისგან აღიარებას ითხოვს - "ოცნების" პრემიერი ამბობს, რომ აღიარების შემდეგ უკვე ყველაფერზე...