მთავარისიახლეებიეკონომიკაირაკლი ღარიბაშვილი: მადლობა ყველას, ვინც თანადგომა გამოხატა და მხარში ამოგვიდგა ამ ტრაგიკული...

ირაკლი ღარიბაშვილი: მადლობა ყველას, ვინც თანადგომა გამოხატა და მხარში ამოგვიდგა ამ ტრაგიკული მოვლენების დროს

Published on



"ქვეყნის დედაქალაქის ინფრასტრუქტურას მიადგა დიდი მატერიალური ზარალი: დანგრეულია გზები, განადგურებულია ინფრასტრუქტურა. ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ სტიქიის დღიდანვე ვგრძნობთ ჩვენი მეგობრების მორალურ თანადგომასა და მატერიალური დახმარების დიდ სურვილს, რაც კიდევ უფრო გვამხნევებს და ძალას გვმატებს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ყველას, ვინც თანადგომა გამოხატა და მხარში ამოგვიდგა ამ ტრაგიკული მოვლენების დროს", – განაცხადა  საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაზე, რომელიიც თბილისში მიმდინარეობს.
მისი თქმით, თბილისში მომხდარმა სტიქიურმა უბედურებამ დიდი ზიანი მიაყენა ქვეყანას, – არის მსხვერპლი, რაც უდიდესი ტრაგედია და აუნაზღურებელი დანაკლისია. მან აღნიშნა, რომ შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში გათვალისწინებული იყო კულტურული ღონისძიებების გამართვა, თუმცა მომხდარი სტიქიური უბედურების გამო ის აღარ გაიმართება. მთავრობის მეთაურმა ბანკის ყველა პარტნიორს წარმატება უსურვა და შემდგომი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა. 

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...