მთავარისიახლეებიპოლიტიკაპარიზში გაფორმებული ხელშეკრულება არ გასაჯაროვდება

პარიზში გაფორმებული ხელშეკრულება არ გასაჯაროვდება

Published on

საქართველოს . თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა გააკეთა კომენტარი პარიზში გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით:

„არ ვაპირებ გავასაჯაროო ეს ხელშეკრულება.არც იმაზე ლაპარაკს ვაპირებ, რაზეც მანამდე საუბრობდნენ, რადგან მგონია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მხრიდან საუბარი დღეს ამ ხელშეკრულების შინაარსზე, დეტალებზე და რა ღონიძიებებია დაგეგმილი ხელშეკრულების მიხედვით უპასუხისმგებლობაა. საქართველოს ყავს ხელისუფლება, რომელსაც აქვს სრული ლეგიტიმაცია იმისა, რომ მარტივად გაიგოთ, რომ როდესაც საუბარია ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემაზე – ეს არის ძალიან მაღალი რისკი," – განაცხადა თინა ხიდაშელმა

 თავდაცვის მინისტრმა ასე შეაფასა დადებული ხელშეკრულება:  " მინდა მთელ საქართველოს ვუთხრა, რომ შესაძლებლობა, რომელიც გაუჩნდა საქართველოს, არის უმნიშვნელოვანესი მისი თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების გაძლიერებისთვის და მადლობა ვუთხრა ფრანგულ მხარეს კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის. პირობები არის მაქსიმალურად მომგებიანი ჩვენი ქვეყნისთვის. ხელშეკრულებაც ძალიან წარმატებულია და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია ძალიან გრძელი პროცესის, რომელიც მოემსახურება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის უფრო მეტად განმტკიცებას და გაძლიერებას" . 

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის მიერ ფრანგულ მხარესთან გაფორმებული ხელშეკრულების კომენტირებისას განუცხადა, რომ გასარკვევია,  თინა ხიდაშელის მიერ ფრანგულ მხარესთან გაფორმებული შეთანხმება არის თუ არა ის, რის მემორანდუმსაც თავად მოაწერა ხელი. ამის შესახებ .

"ჩვენ არ ვიცით რას მოაწერა თინამ ხელი. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ის შეთანხმება, რის მემორანდუმსაც მე მოვაწერე ხელი 100%-ით განხორციელდეს. ამის თქმის საშუალება მაშინ გვექნება, როდესაც ვნახავთ შეთანხმებას", -განაცხადა ალასანიამ. 
მისივე თქმით, პარლამენტარებასაც უკვე მოთხოვნილი ექნებათ, უახლოეს პერიოდში თავდაცვის მინისტრთან შეხვედრა, რომ გაარკვიონ რას მოაწერა მან ხელი. 

 

სიახლეები

მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, უზრუნველყოს დამოუკიდებელი გამოძიება – ექიმები

ექიმების ნაწილი BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ გამოძიებას ეხმაურება. ისინი მიმართავენ საერთაშორისო საზოგადოებას, რათა უზრუნველყონ დამოუკიდებელი გამოძიება,...

უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებაზე გამოძიება გრძელდება – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ BBC-ის სიუჟეტის ფარგლებში გამოძიება ორი მიმართულებით მიდიოდა. სუს-ის პირველი...

შსს აქციების დროს ქლორობენზილიდინ მოლონონიტრილს იყენებდა და არა კამიტს – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ წყლის ჭავლში მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული ქიმიური ფხვნილი ქლორობენზილიდინ მალონონიტრილია,...

როდესაც CS-ს წყალში ურევ, უკვე ნაგავი ხარ – ჟურნალისტი დავით ნიკურაძე

საქართველოს ფარგლებს გარეთ, მათ შორის უმეტესწილად აშშ-ში მიმდინარე მოვლენების, ბუნებრივი კატაკლიზმებისა თუ სახალხო პროტესტის...