მთავარისიახლეებისამართალიჩვილი ბავშვებით ვაჭრობის ფაქტზე დაკავებულია 9 პირი

ჩვილი ბავშვებით ვაჭრობის ფაქტზე დაკავებულია 9 პირი

Published on

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით,  ჩვილი ბავშვებით ვაჭრობის ფაქტზე დაკავებულია "რუსთავის სამშობიარო სახლის" გენერალური დირექტორი ალექსანდრე ბარავკოვი, მისი მოადგილე კონსტანტინე მანჯავიძე და"ახალი სამშობიარო ცენტრის" ერთ-ერთი დამფუძნებელი მზიაუგრეხელიძე.  დაკავებული სამი ბრალდებულის გარდა, სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული დანაშაულში მონაწილე 6 პიროვნება. 

გამოძიების ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული პირები სამშობიაროში კონსულტაციაზე მისულ ფეხმძიმე ქალბატონებს სთავაზობდნენ თანხის სანაცვლოდ ახალშობილი ბავშვის მიტოვებას, რომლის გასხვისებასაც შემდგომ თავად უზრუნველყოფდნენ.გამოვლენილია ჩვილი ბავშვებით ვაჭრობის ორი ფაქტი,  ბრალდებულებმა ერთ შემთხვევაში აიღეს 3 000 ლარი, ხოლო მეორე შემთხვევაში – 5 000 დოლარი. 

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 1432-ე მუხლის მე-2 ნაწილის,,ბ" და,,გ" ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას თოთხმეტიდან ჩვიდმეტ წლამდე ვადით.

 

 

 

სიახლეები

ოკუპირებულ აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საოკუპაციო რეჟიმმა ტყვარჩელის რაიონის, სოფელ ოქუმში საქართველოს მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის...

კალაძე მოსკოვის მექანიზმზე-ეს არის სრული ბოდვა

ეს არის სრული ბოდვა. მე მგონი, ყველა კარგად ვხვდებით თუ რატომ დაიწყო ეს ყველაფერი,...

შესაძლოა დამოუკიდებელი სამაუწყებლო არხების დახურვა გამოიწვიოს – TI კომკომის განცხადებაზე

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ შეფასებით, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია კრიტიკულ ტელევიზიებს ემუქრება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ...

ეს არის მოსკოვის მექანიზმის მანდატიდან გასვლა – მახაშვილი ეუთო/ოდირის ანგარიშზე

ივანიშვილის დეპუტატი, ლევან მახაშვილი ეუთო/ოდირის ანგარიშს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ესაა "აუხდენელი ოცნებების და...