მთავარისიახლეებისაზოგადოებაე. წ. აფხაზეთის რესპუბლიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა უარყო ინფორმაცია თბილისში...

ე. წ. აფხაზეთის რესპუბლიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა უარყო ინფორმაცია თბილისში თავისი მკურნალობის შესახებ

Published on

 


ე. წ.  აფხაზეთის რესპუბლიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა უარყო ინფორმაცია თბილისში თავისი მკურნალობის შესახებ. 

,, ჩვენ ახლა მოსკოვში ვსაუბრობთ და ვერაფერ გატყობთ იმისას, რომ ოპერაცია გაადაიტანეთ – ეუბნება ჟურნალისტი ანქვაბს. კითხვაზე, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ქართული გაზეთის ,,რეზონანსის" პუბლიკაცია იმის შესახებ, რომ მოსკოვში ოპერაციის შემდეგ გაუარესებული ჯანმრთელობის გამო იგი სამკურნალოდ თბილისის ერთერთ კლინიკაში იქნა გადაყვანილი, ანქვაბი პასუხობს, რომ  ინფორმაცია არათუ მისი თბილისში მკურნალობის,  არამედ საერთოდ ოპერაციის შესახებ სრული  მონაჭორია. 

,,აფახაზური და ქართული საგაზეთო სატყუარის ამბავი მე მოკოვურ რესტორანში, ჩემი ძველი მეგობრის დაბადების დღის აღსანიშნავ სუფრაზე გავიგე, როცა მშვენიერ წითელ ღვინოს მივირთმევდი ახლობელთა წრეში.  ცოტა მეწყინა კიდეც, არ იქნებოდა ცუდი,  მეტი ეზრუნათ ჩემს ჯანმრთელობაზე და რაღა თბილისში, ჟენევაში ან კლივლენდში ,,გავემწესებინეთ''   

ინტერვიუში, რომელიც პირველია სოხუმში 2014 წლის მაისის მოვლენების შემდეგ განვლილი ერთი წლის მანძილზე, და გამოქვეყნებულია აფსნი-რუ – ზე, ეძღვნება სოხუმის ხელისუფლების შეცვლასთან დაკავშირებული მოვლენებს შფასებას.    


 

სიახლეები

ირაკლი კობახიძე ოპოზიციისგან აღიარებას ითხოვს

ირაკლი კობახიძე ოპოზიციისგან აღიარებას ითხოვს - "ოცნების" პრემიერი ამბობს, რომ აღიარების შემდეგ უკვე ყველაფერზე...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 15 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი განცხადებით, აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს. ტრამპის თქმით, ირანის წინააღმდეგ...

ნატო ადასტურებს, რომ მოიგერიეს ბალისტიკური რაკეტა, რომელიც თურქეთისკენ მიემართებოდა

ნატო ადასტურებს, რომ ალიანსის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თურქეთისკენ მიმავალი ირანული ბალისტიკური რაკეტა მოიგერია. „პარასკევს დილით...