ცოტა ხნის წინ ტელერადიკომპანია „ოდიში“ -ს დაცვის წევრს ლ. ქ. – ს თავს დაესხა სამი პიროვნება, რომლებმაც სიტყვიერთან ერთად ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს დაცვის წევრს. ინციდენტი დაახლოებით 21:25 მოხდა. როგორც თვითმხილველი ჰყვება, მას ხმაური მოესმა. ხმაურზე ტელეკომპანია ოდიშისკენ გაიხედა, სადაც ნახა, რომ სამი უცნობი პირი დაცვის წევრს ედავებოდა. დავასთან ერთად ერთ-ერთმა პირმა ობიექტის დაცვის წევრს ფიზიკურად გაუსწორდა.ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, თავდამსხმელთაგან ერთ-ერთმა ლ.ქ. -ს უთხრა, რომ "ახლა ჩვენი დრო მოვიდა" -ო. “სამნი იყვნენ და სამივე მთვრალი. ერთ-ერთი მაღალი იყო და მან დაარტყა ხელი. რომ დაარტყა, მეც მივირბინე, რადგან ახლობელი ბავშვია ჩემი. დარტყმის შემდეგ დაცვის წევრმა „რაციით“ დარეკვა სცადა, რასაც ხელს უშლიდნენ თავდამსხმელები. ორმა დაარტყა ხელი, ხოლო მესამე თავდამსხმელი უყვიროდა – დაანებეთ თავი, წამოდითო“ – ჰყვება ერთ-ერთი თვითმხილველი. მომხდარიდან ცოტა ხანში შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია მოვიდა. ჩატარებული ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებების შედეგად ერთი პირი იქნა დაკავებული, ხოლო ორმა პირმა გაქცევა და მიმალვა მოახერხა. დაზარალებულმა ლ. ქ. – მ ამოიცნო თავდამსხმელი და პოლიციას განუცხადა, რომ "მან იძალადა მასზე". მოგვიანებით პოლიციამ დაკავებული და დაშავებული დაკითხვის მიზნით ზუგდიდის პოლიციის მთავარ სამმართველოში გადაიყვანა.
თავდასხმა ტელეკომპანია “ოდიში”-ს დაცვის წევრზე
სიახლეები
საზოგადოება
თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ
თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...
საზოგადოება
ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა
„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა!
ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...
სიახლეები
”ირო წიმი ევროპაშა”-ამ სლოგანით დღეს ზუგდიდში აქცია გაიმართება
9 მაისი, 19:00 - ზუგდიდი, სამხარეო ადმინისტრაციის წინ!
75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპამ...
სიახლეები
“მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს” -ბოჭორიშვილი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არმიწვევაზე
"პოლონეთს კითხეთ , ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის...