მთავარისიახლეებისაზოგადოებაბრიფინგი ზუგდიდის განვითარების ცენტრში (VIDEO)

ბრიფინგი ზუგდიდის განვითარების ცენტრში (VIDEO)

Published on

ზუგდიდის განვითარების ცენტრში წუხელ თბილისში წყალდიდობის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო დღეს მედიისთვის საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. ცენტრის ხელმძღვანელის ანა წითლიძის განცხადებით, სამეგრელოს განვითარების ცენტრმა საკუთარ თავზე აიღო ინიციატივა სამეგრელოში შეექმნა სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის დახმარების ცენტრი. ანა წითლიძის თქმით, პირველ ეტაპზე, ხვალ საღამოს მოხდება პირველადი დახმარების საგნების გაგზავნა თბილისში დაზარალებული მოქალაქეებისთვის. ზუგდიდის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა ასევე მიმართა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და უბრალო მოქალაქეებს გაერთიანდნენ დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად. შეგახსენებთ, რომ წუხელ  კოკისპირული წვიმის შედეგად თბილისის რამდენიმე უბანი დაიტბორა. წვიმის შედეგად ადიდდა მდინარე ვერე. დაზიანდა და განადგურდა საცხოვრებელი სახლები, სტიქიას ამ დროის მონაცემებით 12 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, უგზო-უკვლოდაა დაკარგული რამოდენიმე მოქალქე. მოვარდნილმა წყალმა გაანადგურა ცხოველთა თავშესაფარი, ასევე დაზიანდა თბილისის ზოოპარკი, საიდანაც წუხელ ცხოველები გაიქცნენ. ოფიციალური მონაცემებით ზარალი მასშტაბურია და ის 10 მილიონ ლარს აღწევს

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...