მთავარისიახლეებისაზოგადოებაეროვნულების დამფუძნებელი ყრილობა სამეგრელოში (VIDEO)

ეროვნულების დამფუძნებელი ყრილობა სამეგრელოში (VIDEO)

Published on

ზუგდიდის კულტურის სახლ ოდიშის დარბაზში დღეს პარტია ეროვნულების სამეგრელოს  დამფუძნებელი ყრილობა ჩატარდა. შეხვედრას სამეგრელოს ყველა რაიონიდან ეროვნული მოძრაობის წევრები, ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერები, ყოფილი პრეფექტები და ეროვნული გვარდიის წევრები ესწრებოდნენ. ყრილობის დაწყებამდე საზოიგადოებისთვის ნაჩვენები იქნა ცნობილი სკანდალური ფილმი „სააკაშვილის რეჟიმის სისხლიანი ქრონიკა“, რომელიც ყოფილი ხელისუფლების ცხრაწლიან მმართველობას ასახავს, ხოლო დარბაზის ფოიეში გამოფენილი იყო ფოტოები აღნიშნული ფილმიდან. ყრილობა პოეტმა ლია ნაროუშვილმა გახსნა. დარბაზში ეროვნული მოძრაობის მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებოდა ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა გვასალია, ასევე ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი და ქართული ოცნების მხარდამჭერები. მოგვიანებით ყრილობის მონაწილეებმა ქალაქის ცენტრში გადაინაცვლეს და  გვირგვინით შეამკეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურიას მემორიალური ძეგლი. მათთან ერთად იმყოფებოდა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე. მისი თქმით, მოძრაობის მიზანია მოხდეს ეროვნული მოძრაობის იმ წარმომადგენლების გაერთიანება, რომლებიც კანონიერი ხელისუფლების გვერდით იბრძოდნენ. დღევანდელი ყრილობის ბოლოს ეროვნულებმა საქართველოს ძველი, შინდისფერი დროშებით მსვლელობა მოაწყვეს

სიახლეები

“არანაირი გირაოს გადახდას არ ვაპირებ” – ნიკა გვარამია

ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების შემდეგ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ წულუკიანის კომისიაე არგამოცხადების...

“ოცნების” პარლამენტი MEGOBARI აქტს “უაღრესად მტრულ აქტად” აფასებს

"ოცნების" პარლამენტი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ MEGOBAR აქტს "უაღრესად მტრულ აქტად" აფასებს. ამის...

ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილი გირაოს გადაუხდელობის გამო სასამართლო დარბაზში დააკავეს. საქმე ეხება წულუკიანის კომისიაზე...

“დღეს, ქუჩაში ძალადობა ევროკავშირის დროშაში გახვეული დადის” – პაპუაშვილის პროპაგანდისტული ანგარიში

"ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მე-10 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. პაპუაშვილმა გამოსვლა...