მთავარისიახლეებიპოლიტიკასავიზო რეგულაციები გამარტივდა

სავიზო რეგულაციები გამარტივდა

Published on

საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე  გაკეთდა განცხადება სავიზო რეგულაციების გამარტივებასთან  დაკავშირებით. მოიხსნა უცხოელი მოქალაქეებისთვის აქამდე არსებული მთელი რიგი შეზღუდვები. 

„ჩვენ დავამტკიცეთ იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა ვიზების ან/და ბინადრობის ნებართვების მქონე უცხოელებს შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და ყოფნა 90 დღის ვადით ნებისმიერ180 დღის პერიოდში. ამ ნუსხაში შედიან მიგრაციისა და უსაფრთხოების პოლიტიკის მაღალი ხარისხით გამორჩეული ქვეყნები. კერძოდ, ევროკავშირისა და შენგენის ზონაში შემავალი ქვეყნები, ასევე ავსტრალია, აშშ, ახალი ზელანდია, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, ისრაელი, კანადა და სამხრეთკორეა. ასევე, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეებს და ე.წ. მე-3 ქვეყნების  მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ შენგენის, ევროკავშირის ან მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული 50  ქვეყნიდან ერთ-ერთი ქვეყნის ვიზა ან ბინადრობა მაინც, საქართველოში ვიზის გარეშე შემოვლენ. იმ ქვეყნების მოქალაქეები, რომელთაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შეუძლიათ, 90 დღის ნაცვლად, 360 დღის განმავლობაში შეძლებენ ქვეყანაში უვიზოდ ყოფნას. – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ხდომაზე. მან გამოთქვა რწმენა, რომ სავიზო რეგულაციების გამარტივება ხელს შეუწყობს ტურისტების რაოდენობის ზრდას.   

 

 

 

 

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...