მთავარისიახლეებიპოლიტიკასავიზო რეგულაციები გამარტივდა

სავიზო რეგულაციები გამარტივდა

Published on

საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე  გაკეთდა განცხადება სავიზო რეგულაციების გამარტივებასთან  დაკავშირებით. მოიხსნა უცხოელი მოქალაქეებისთვის აქამდე არსებული მთელი რიგი შეზღუდვები. 

„ჩვენ დავამტკიცეთ იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა ვიზების ან/და ბინადრობის ნებართვების მქონე უცხოელებს შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და ყოფნა 90 დღის ვადით ნებისმიერ180 დღის პერიოდში. ამ ნუსხაში შედიან მიგრაციისა და უსაფრთხოების პოლიტიკის მაღალი ხარისხით გამორჩეული ქვეყნები. კერძოდ, ევროკავშირისა და შენგენის ზონაში შემავალი ქვეყნები, ასევე ავსტრალია, აშშ, ახალი ზელანდია, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, ისრაელი, კანადა და სამხრეთკორეა. ასევე, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეებს და ე.წ. მე-3 ქვეყნების  მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ შენგენის, ევროკავშირის ან მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული 50  ქვეყნიდან ერთ-ერთი ქვეყნის ვიზა ან ბინადრობა მაინც, საქართველოში ვიზის გარეშე შემოვლენ. იმ ქვეყნების მოქალაქეებირომელთაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შეუძლიათ, 90 დღის ნაცვლად, 360 დღის განმავლობაში შეძლებენ ქვეყანაში უვიზოდ ყოფნას– განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ხდომაზე. მან გამოთქვა რწმენა, რომ სავიზო რეგულაციების გამარტივება ხელს შეუწყობს ტურისტების რაოდენობის ზრდას.   

 

 

 

 

სიახლეები

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...

უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...