მთავარისიახლეებისაზოგადოებაენგურის ხიდზე საქველმოქმედო აქცია ჩატარდა (VIDEO)

ენგურის ხიდზე საქველმოქმედო აქცია ჩატარდა (VIDEO)

Published on

დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის ლოცვა-კურთხევით 17 მაისს, პარიზში ჩატარდა საქველმოქმედო კონცერტი ქართული ნაციონალური ბალეტის სუხიშვილების, მომღერალ დავით არჩვაძისა და კომედი შოუს მსახიობების მონაწილეობით. აღნიშნულ კონცერტში ხელოვნების წარმომადგენლემა სრულიად უანგაროდ მიიღეს მონაწილეობა. მსგავსი აქცია-კონცერტი უკვე მეორედ ჩატარდა. კონცერტიდან შემოსული თანხა კი საქველმოქმედო ხასიათის აქციებს ხმარდება. ამ მიზნით, დღეს ენგურის ხიდზე პარიზის წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძრის წინამძღვრმა, არქიმანდრიტმა ანტონ კანდელაკმა, სასულიერო პირებმა და კომედი შოუს მსახიობებმა ე.წ ადმინისტრაციულ საზღვარზე გადმომსვლელებს პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებები გადასცეს. ე.წ ადმინისტარციულ საზღვარზე გადმომსვლელებმა სასულიერო პირებისგან მიიღეს პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებები, ხოლო კომედი შოუს მსახიობებთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. კომედი შოუს მსახიობების თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ოკუპირებული ტერიტორიები საქართველს იურისდიქციას დაუბრუნდეს, ამისთვის ყველა მშვიდობიანი საშუალება უნდა იქნეს გამოყენებული. დასავლეთ ევროპის ეპარქია მსგავს საქველმოქმედო აქცია-ღონისძიებას უკვე მეორედ ატარებს. საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსული თანხები საქართველოში უკიდურესად გაჭირვებულ ადამიანებს ხმარდება

სიახლეები

„ფიქტიურად იყვნენ დასაქმებულები“. -კობახიძის აღიარება

ირაკლი კობახიძე აღიარებს, რომ სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამა რეალურად ფორმალური და ფიქტიური იყო....

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე, ელისო კილაძის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო

ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე, თაღლითობისა და „ფულის გათეთრების" ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის, ელისო კილაძის საქმე...

26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა

26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა - სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს...

თეთრი სახლის წინ ისროდნენ, არიან დაჭრილები – თავდამსხმელი ლიკვიდირებულია

ვაშინგტონში, თეთრი სახლის წინ, სროლის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ინციდენტი საიდუმლო სამსახურის თანამშრომელს უკავშირდება,...