აფხაზეთის გეოგრაფიულმა საზოგადოებამ გააკეთა განცხადება ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის უძველესი ტოპონიმების აღდგენის განზრახვის შესახებ. ემუქრება თუ არა ეს ქართულ ტოპონიმებს, მომავალი გვიჩვენებს…

0
534

აფხაზეთის გეოგრაფიულმა საზოგადოებამ გააკეთა განცხადება რესპუბლიკის უძველესი ტოპონიმების აღდგენის განზრახვის შესახებ, სპეციალისტები უკვე შეუდგნენ სამი ათასზე მეტი გეოგრაფიული ობიექტის პასპორტიზაციას..

აფხაზეთის გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტმა ლევარდ ბარციცმა,,სპუტნიკ აბხაზიის’’ კორესპონდენტთან საუბარში განაცხადა, რომ ტოპონიმიკის სპეციალისტებმა შეადგინეს სია, რომლის საფუძვეკლზეც მოხდება  აფხაზეთის სამი ათასზე მეტი გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდების პასპორტიზაცია სიის შედგენის  პროცესში ისინი ემყარებოდნენ მრავალი წლის საველე მუშაობის შედეგებს. საპასპორტო მონაცემებში შევა ცნობები მათი კოორდინატებვის, დამახასიათებელი ნიშნების, რელიეფის ფორმის შესახებ და ტოპონიმის სწორი ტრანსკრიპცია რუსულ ენაზე.

 

,,ჩვენ ტოპონიმების შეცვლას კი არა,  აღდგენას ვაპირებთ. ჩვენი გეოგრაფიული სახელწოდებები პირველსახეს უნდა დაუბრუნდეს. დღეს მათ უკიდურესად დამახინჯებული სახით ვხვდებით . ბევრი მკვლევარი ,,პირველაღმომჩენის უფლებით"  აძლევს ობიექტებს დასახელებათა საკუთარ ვერსიებს მაშინ ,როდესაც ნამდვილი, ისტორიული დასახელებები უძველესი დროიდან იცის ხალხმა.- ამბობს ბარციცი.

მომდევნო ნაბიჯი იქნება პასპორტიზაციის მონაცემთა განხილვა აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის სხდომაზე, შემდეგ პროცესი გადაინაცვლებს მინისტრთა კაბინეთში და პარლამენტში, რის  შემდეგაც საჭირო გახდება პრეზიდენტის განკარგულება, რადგან ობიექტებისათვის ოფიციალური სახელების მინიჭება სახელმწიფოს პრეროგატივაა.

ბარციცი შეეხო აგრეთვე თავის ხედვას გეოგრაფიული დასახელებების დამახინჯების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებათა შესახებ – აფხაზეთში ჩამოსულმა მკვლევარებმა, მისი აზრით, უნდა წარმოადგინონ განაცხადი მიზნებისა და მარშრუტების შესახებ და გასვლისას კვლევის შედეგების აღწერილობა  დატოვონ აფხაზეთშიც . ეს ნორმალური პრაქტიკაა, თუმცა აფხაზეთში, სამწუხაროდ, დღემდე არა გვაქვს ერთიანი  სისტემა, რომელიც ამ სფეროს დაარეგულირებდა. ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც ამტკიცებს ტოპონიმებს აფხაზეთის ტერიტორიაზე, არის რესპუბლიკის პარლამენმტის 1996 წლის დადგენილება, რომელიც მიღებულ იქნა მაშინ, როცა მზადდებოდა აფხაზეთის პირველი გეოგრაფიული რუკის გამოცემა. ბარციცის თქმით, ამ დადგენილებას დანართის სახით ერთვოდა რამდენიმე ასეული გეოგრაფიული ობიექტის  სახელწოდებათა ჩამონათვალი.

ამ რუკის გამოცემაზე მუშაობისას ჩვენ პირველად წავაწყდით მძაფრად ტოპონიმიკის პრობლემას. ჩვენ მაშინ შევუდექით ადგილობრივი ბუნების შესწავლას იმ პრინციპით, რომ გეოგრაფიული სახელწოდება და საერთოდ სიტყვა უპირველეს ყოვლისა ბუნების ხმის ანარეკლია, ხმაბაძვითი წარმოშობისა. ამის საფუძველზე პირველ რუკაში დაახლოებით 500 ტოპონიმი შევიდა.

ბარციცის აზრით არანაკლები როლი ენიჭება გეოგრაფიული სახელების ეტიმოლოგიას ანუ მათი მნიშვნელობასა და წარმომავლობას. ტოპონიმები მოგვითხრობენ აფხაზეთის , ამ თუ სხვა ტერიტორიაზე მცხოვრები ტომების ისტორიას, ამიტომ მათი აღდგენა და დაცვა აუცილებელია ენისა და კულტურის შენარჩუნების თვალსაზრისითაც. ჩვენ ამ მხრივ ძალიან დაუდევრად და არხეინად ვიქცევით. რა სახელწოდებას არ შეხვდებით აფხაზეტში ; ანუშკა, კამენნაია, სკალისტაია, ჩედიმ… მსოფლიოსი უღრმეს ერთერთ ჩვენს გამოქვაბულს ,,ვორონია’’ ჰქვია… – წერს ბარციცი.

 

Sputnik Абхазия: http://sputnik-abkhazia.ru/Abkhazia/20150610/1014882727.html#ixzz3cevl7MJw

წინა სტატიამიხეილ სააკაშვილი: ,,რუსეთის გავლით ტვირთების გადატანას 30 დღე უნდება… აზერბაიჯანიდან ფოთის გავლით ოდესაზე კი – 9 დღე …”
შემდეგი სტატიაჯიტა გულუა:“ბრალდებულის ოჯახის წევრების განცხადებები სრული სიცრუეა“ (VIDEO)
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური