მთავარისიახლეებისამხედრო თემაგარდაიცვალა ISAF-ის მისიაში დაჭრილი კაპრალი რამაზ დავითაია

გარდაიცვალა ISAF-ის მისიაში დაჭრილი კაპრალი რამაზ დავითაია

Published on

დღეს გორის სამხედრო ჰოსპიტლში გარდაიცვალა კაპრალი რამაზ დავითაია, რომელიც მძიმედ დაიჭრა 2012 წლის 21 ივნისს, ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში პატრულირების დროს  და მას შემდეგ ებრძოდა სიკვდილს ქართველი დ უცხოელი ექიმების თანადგომით. იგი მძიმედ იყო დაჭრილი დ ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა გერმანიაში. 

თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რამაზ დავითაიას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს. თავდაცვის სამშობლოსთვის თავდადებული მებრძოლის ხსოვნის პატივსცემად სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებსა და მეორე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები. 

რამაზ დავითაია დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III  ხარისხის ორდენით, მედლით „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის" და უწყებრივი მედლით „საბრძოლო იარისათვის".

სიახლეები

ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანში ბირთვული ობიექტს დაარტყეს

ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანში ბირთვული ობიექტს დაარტყეს, - ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის...

ნიკოლ ფაშინიანი – შეშფოთებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არსებული სიტუაციით

ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ...

გერმანიიდან საქართველოს 60 მოქალაქე დაადეპორტეს

გერმანიიდან თბილისში სპეციალური რეისი შესრულდა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია განხორციელდა. არსებული ინფორმაციით, გერმანიის ტერიტორიაზე...

ბრძოლის ველიდან გაქცევას არ ვაპირებ, ვიბრძვით გამარჯვებამდე! – თინა ბოკუჩავა

ბრძოლის ველიდან გაქცევას არ ვაპირებ, ვიბრძვით გამარჯვებამდე! - ასე პასუხობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე...