ბრალდებულ დავით ჟორჟოლიანის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა დღეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები საქმეში გენინსპექციის ჩართვას მოითხოვენ და იმ პირების კონტროლზე აყვანას, რომლებიც გაქმოძიებაში არიან ჩართული.დავითჟორჟოლიანს ბრალი ედება ყოფილი ცოლის ცემასა და გაუპატიურებაში.სასამართლომ მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატ იოსებ ჯალაღონიას განცხადებით, გაყალბებულია ექსპერტიზის დასკვნაც, რომელიც საქმეში დევს.ბრალდებულის ახლობლები აცხადებენ, რომ დავით ჟორჟოლიანი ქალის შურისძიების მსხვერპლია და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.ბრალდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმე 121-ე და 138-ე მუხლებითაა აღძრული, რაც ძალადობას და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით ქმედებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დავით ჟორჟოლიანს 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა.
სიახლეები
საზოგადოება
აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან
აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...
სიახლეები
პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე
დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...
სიახლეები
ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს
ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...
სიახლეები
ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...