მთავარისიახლეებიეკონომიკაგიორგი ქადაგიძე: მე ვადის ამოწურვამდე ეროვნული ბანკიდან წასვლას არ ვაპირებ.

გიორგი ქადაგიძე: მე ვადის ამოწურვამდე ეროვნული ბანკიდან წასვლას არ ვაპირებ.

Published on

 

„მე ვადის ამოწურვამდე ეროვნული ბანკიდან წასვლას არ ვაპირებ. ეს საქართველოში ყველაზე გამართული ინსტიტუციაა და ესარის ყველას აერთაშორისო ორგანიზაციის შეფასება. ეს არის იმ გუნდის დამსახურება, რომელიც მაღალპროფესიულად აკეთებს თავის საქმეს,“-განაცხადა გიორგი ქადაგიძემყოფილი პრემიერის გუშინდელი განცხადებების პასუხად. 

პრემიერის განცხადებებს ეხმაურება "საერთაშორისო სავალუტო ფონდის“მისიის ხელმძღვანელი საქართველოში აზიმ სადიკოვი   და ამასთან  ავრცელებს ოფიციალურ განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ ბოლო პერიოდში გაკეთებული შეთავაზება ეროვნული ბანკის კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, რისკის ქვეშ დააყენებს საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ამ საკითხზე კონსულტაციები გამართოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან და საერთაშორისო ექსპერტებთან. თუ ამ კონსულტაციებით გადაწყდება, რომ ცვლილებები შევიდეს ეროვნული ბანკის კანონმდებლობაში, ნებისმიერმა ცვლილებამ უნდა დაიცვას საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა და უზრუნველყოს, რომ მისი მმართველობა და ოპერაციები შეესაბამებოდეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. საერთაშორისო სავალუტო ფონდი მზადყოფნას გამოთქვამს, გაუწიოს დახმარება ამ სფეროში", – ნათქვამია განცხადებაში.

 ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შელახვა შეასუსტებს ამ ინსტიტუტს, ძირს გამოუთხრის მისი სავალუტო და ფინანსური პოლიტიკის სანდოობას, ასევე  შეუქმნის საფრთხეს ინვესტორთა ნდობას.

 

 

სიახლეები

გია ვოლსკი: კობახიძე წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება

"თავის მართლება აქ საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება...

კობახიძე უნდა გადადგეს – მამა დოროთე

კობახიძე და მთელი ოცნება აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი დოროთე ირაკლი კობახიძის...

უკრაინა EU-სგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშს მიიღებს. "ეს დაფინანსება,...

ხოშტარია- მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ

სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე - ასე ეხმაურება პარტია...