მთავარისიახლეებიკონფლიქტებიაფხაზები მწვავედ რეაგირებენ გაეროს გენერალური ასამბლეის პოზიციაზე დევნილთა სტატუსის შესახებ

აფხაზები მწვავედ რეაგირებენ გაეროს გენერალური ასამბლეის პოზიციაზე დევნილთა სტატუსის შესახებ

Published on

სოხუმი. 5 ივნისი.  ე.წ. აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს განცხადებას2015 წლის სამი ივნისს გაეროს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიაზე მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით.

განცხადებაში ნათქვამია, რომ აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო გენერალური ასამბლეისათვის დასამტკიცებლად წარდგენილი რეზოლიციის ქართულ პროექტს  განიხილავს როგორც პოლიტიკურად მოტივირებულს და მიაჩნია, რომ ,,მსგავსი დოკუმენტის მხარდაჭერა რიგი სახელმწიფოების მიერ კიდევ ერთხელ ადასტურებს ჰუმანიტარული საკითხების გადაჭრისადმი მათ მიკერძოებულ მიდგომებს და არავითარ შემთხვევაში არ უწყობს ხელს ქართულ, აფხაზურ და სამხრეთ ოსეთის მხარეებს შორის ნდობის აღდგენას’’.

დე – ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს აზრით ამ რეზოლუციამ სერიოზული გართულება შეიძლება შეუქმნას ჯენევის დისკუსიების მიმდინარეობას.იგი მიმართულია ერთადერთ მიზანზე – დამატებითი ქულები შესძინოს  საქართველოს მის პროპაგანდისტულ ომში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ, – აღნიშნულია საგარეო უწყების კომენტარებში  – კენჭისყრის შედეგები გვიჩვენებს, რომ  რეზოლუციას  ხმა არ მისცა რიგმა სახელმწიფოებმა, რომელთაც არ სურთ ჩათრეული აღმოჩნდნენ თბილისის პოლიტიკურ თამაშებში და  ახდენენ მსგავსი ცალმხრივი რეზოლუციების მნიშვნელობის ნიველირებას’’.

 საგარეო სამინისტრო ყურადღებას მიაპყრობს იმას, რომ არც აფხაზურ და არც ოსურ მხარეებს ისევ არ მიეცათ შესაძლებლობა კენჭისყრამდე გამოეთქვათ თავიანთი მოსაზრება გენერალური ასამბლეის მონაწილე დელეგაციების წინაშე იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც უშუალოდ ეხება მათ , ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს დაუფარავ მისწრაფებას  გამოიყენოს გაეროს ტრიბუნა ისეთი პოლიტიკურიმიზნებისათვის, რომელთაც არაფერი აქვთ საერთო ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრასთან.
 ეს პროქართული რეზოლუცია დამახინჯებულად წარმოადგენს რეგონში არსებულ პოლიტიკურ რეალიებს და არ ითვალისწინებს ყველა დაინტერესებული მხარის პოზიციებს, რაც ხაზს უსვამს მის პოლიტიკურ ანგაჟირებულობას – ნათქვამია ოფიციალური სოხუმის განცხადებაში.

სიახლეები

ჯეი დი ვენსი დღეს სომხეთს ეწვევა და ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, მეუღლესთან ერთად, 9-10 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა, -...

დაცვის პოლიციის თანამშრომელმა სამსახურებრივი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა და გარდაიცვალა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რაბათის ციხეში დაცვის პოლიციის ოთახში თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს. პირველადი ინფორმაციით,...

გამოვლინდა 5 მილიონი ევროს ღირებულების 59 ავტომობილის უკანონოდ შემოტანის მცდელობები

ბათუმის გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრების მიერ, დაახლოებით 5 მილიონი ევროს ღირებულების, 59 ერთეული...

24 საათზე მეტია, ზუგდიდი-მესტიის მთავარ გზაზე ავტომობილებისთვის გადაადგილება აკრძალულია

24 საათზე მეტია, ზუგდიდი-მესტიის მთავარ გზაზე ავტომობილებისთვის გადაადგილება აკრძალულია. სოფელ ბარჯაშთან, ქვების სახით ჩამოსულმა მეწყერმა...