მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა დღეს (VIDEO)

ზუგდიდის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა დღეს (VIDEO)

Published on

ზუგდიდის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა დღეს, სადაც საკრებულოს წევრებმა სხვადასხვა საკითხები განიხილეს. მათ შორის  აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია საკითხმა, რომელიც სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით წარმოდგენილი პროექტების შერჩევის პროცედურებსა და კრიტერიუმების დამტკიცებას ეხებოდა. საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ანა წითლიძის განცხადებით, გაუგებარია თუ რატომ შეიტანეს ცვლილებები ახლა. მისი თქმით, საკითხავია, ხომ არ უკავშირდებოდა იმას, რომ უარი ეთქვათ ზუგდიდის განვითარების დაფინანსებისთვის. საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარის ნუგზარ სარიას განმარტებით, იანვარში წარმოდგენილ დებულებაში აუცილებელი გახდა ზოგიერთი დეტალის გადამოწმება, ასევე შემოვიდა წინადადებები არასამთავრობო ორგანიზაციებიდან. საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ანა წითლიძემ ზუგდიდის დასუფთავების სამსახურის მუშაობის შესახებაც გააკეთა განცხადება, კერძოდ, დეპუტატის თქმით, მოსახლეობის განმარტებით, დასუფთავებს სამსახური დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებს. აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ზუგდიდის დასუფთავების სამსახურის უფროსმა. ნუგზარ მოლაშხიას განცხადებით, ეს არის სიცრუე. საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა სხვა საკითხებზეც იმსჯელეს

სიახლეები

ოპოზიცია: სუსში გამოკითხვები კორუფციასთან რეალურ ბრძოლად არ აღიქმება

ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლების სუსში დაბარებას ოპონენტები შიდა დაპირისპირებასა და კორუფციის თემას უკავშირებენ, თუმცა აცხადებენ,...

რატომ არ ეწვია ვენსი საქართველოს – იან კელის განმარტება

"ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა იკითხა, რატომ არ ეწვია ვენსი თბილისს ბოლო მოგზაურობის დროს. ჩემი...

ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა – ნინო ქადაგიძე

"ძალიან მოულოდნელი იყო, ახლა, ეს. ჩვენ არასდროს უარვყოფდით, რომ ურთიერთობა ჰქონდა და ბავშვობის მეგობარი...

ჭარბწონიანობა მავნე [წინა] ხელისუფლებამ და მათმა პოლიტიკამ მოიტანა – ყაველაშვილი

სპორტის განვითარება "ოცნების" ხელისუფლების პრიორიტეტად სახელდება, თუმცა პარლამენტში გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა აქცენტი წინა ხელისუფლების...