ზუგდიდის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა დღეს, სადაც საკრებულოს წევრებმა სხვადასხვა საკითხები განიხილეს. მათ შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია საკითხმა, რომელიც სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით წარმოდგენილი პროექტების შერჩევის პროცედურებსა და კრიტერიუმების დამტკიცებას ეხებოდა. საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ანა წითლიძის განცხადებით, გაუგებარია თუ რატომ შეიტანეს ცვლილებები ახლა. მისი თქმით, საკითხავია, ხომ არ უკავშირდებოდა იმას, რომ უარი ეთქვათ ზუგდიდის განვითარების დაფინანსებისთვის. საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარის ნუგზარ სარიას განმარტებით, იანვარში წარმოდგენილ დებულებაში აუცილებელი გახდა ზოგიერთი დეტალის გადამოწმება, ასევე შემოვიდა წინადადებები არასამთავრობო ორგანიზაციებიდან. საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ანა წითლიძემ ზუგდიდის დასუფთავების სამსახურის მუშაობის შესახებაც გააკეთა განცხადება, კერძოდ, დეპუტატის თქმით, მოსახლეობის განმარტებით, დასუფთავებს სამსახური დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებს. აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ზუგდიდის დასუფთავების სამსახურის უფროსმა. ნუგზარ მოლაშხიას განცხადებით, ეს არის სიცრუე. საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა სხვა საკითხებზეც იმსჯელეს
ზუგდიდის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა დღეს (VIDEO)
სიახლეები
სიახლეები
Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა
Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...
სიახლეები
“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს
"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს.
გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...
სიახლეები
კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა
ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...
სიახლეები
მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....