მთავარისიახლეებისაზოგადოება„დანერგე მომავალი“- პროექტის ფარგლებში დღეს შეხვედრა გაიმართა (VIDEO)

„დანერგე მომავალი“- პროექტის ფარგლებში დღეს შეხვედრა გაიმართა (VIDEO)

Published on

სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო პროგრამის „დანერგე მომავალი“ მეორე ეტაპი დაიწყო. ამ მიზნით დღეს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგნტოს დირექტორმა მარიანა ორგოშიამ და სააგენტოს ოფიცერმა ალექსანდრე მელქაძემ აღნიშნული პროგრამა სამეგრელო ზემო-სვანეთის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს გააცნეს. სააგენტოს ცნობით, განაცხადების მიღება სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში 15 ივლისიდან დაიწყება და პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს საშუალება ექნებათ ახალი ხეხილის ბაღები შემოდგომაზე გააშენონ. პროექტის „დანერგე მომავალი“ განხორციელებისთვის ორი წლის განმავლობაში 15 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 1 000 – 1 200 ჰექტარზე თანამედროვე ტიპის ბაღის და 30 – 40 ახალი, თანამედროვე სანერგე მეურნეობის გაშენება, რაც ხელს შეუწყობს ერთი მხრივ ადგილობრივ ბაზარზე იმპორტ-ჩანაცვლების, ხოლო მეორე მხრივ საექსპორტო პოტენციალის ზრდის პროცესს

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...