საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ივიცა დაჩიჩს შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველო-ეუთოს თანამშრომლობაზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე ისაუბრეს.
პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოთქვა შეშფოთება მოსკოვის მიერ სოხუმთან და ცხინვალთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო და აღნიშნა, რომ ეუთომ კონფლიქტის მოგვარების საკითხში აქტიური და პოზიტიური ფუნქცია უნდა შეასრულოს.
ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, თავის მხრივ, კიდევე რთხელ დააფიქსირა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ივიცა დაჩიჩის თქმით, ეუთო მომავალშიც გადადგამს ქმედით ნაბიჯებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად.