მთავარისიახლეებიპოლიტიკაცესკო: "შუალედური არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს"

ცესკო: “შუალედური არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს”

Published on

შუალედური არჩევნები სენაკსა და ზუგდიდში მშციდ და წყნარ გარემოში მიმდინარეობს. როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ 12 საათისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ხმის მიცემის პროცესში დარღვევები არ დაფიქსირებულა. მისივე თქმით, დილის 8 საათიდან ამომრჩევლებისთვის გაიხსნა საარჩევნო უბნები და კენჭისყრის პროცესი მშვიდ და წყნარ გარემოში მიმდინარეობს. რაც შეეხება ამომრჩეველთა აქტივობას – ცესკოს მონაცემებით, 12 საათისთვის ზუგდიდში 18,8% (217 ამომრჩეველი), ხოლო სენაკში 41,1% (541 ამომრჩეველი). სენაკისა და ზუგდიდის ოლქებში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №64 სენაკის საარჩევნო ოლქის, №64.13 ფოცხოს და №67 ზუგდიდის ოლქის №67.11 ერგეტის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში იმართება. აღნიშნულ ოლქებში კანდიდატები წარდგენილი ჰყავთ"ქართულ ოცნებას", "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" და"თავისუფალ საქართველოს", სენაკში კი ასევე რეგისტრირებულია საინიციატივო ჯგუფისკ ანდიდატი. 
ხმის მიცემის პროცესს აკვირდებიან როგორც შესაბამისი საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები, ისე მედიაორგანიზაციები და 9 სადამკვირვებლო ორგანიზაციის 52 წარმომადგენელი. 

სიახლეები

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...

უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...