მთავარისიახლეებისამართალიპოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ზეიმი ქუთაისში

პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ზეიმი ქუთაისში

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელის დღე ქუთაისში საზეიმო ღონისძიებით აღნიშნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, მთავრობისა და პარლამენტის წევრები,  საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ოფიციალური დელეგაციების წევრები პარტნიორი ქვეყნებიდან: ლატვიიდან, ლიტვიდან, გერმანიიდან, სომხეთიდან, ბელარუსიდან, თურქეთიდან და მოლდოვიდან. ღონისძიება წუთიერი დუმილით გაიხსნა. სტუმრებმა პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების ხსოვნას.
სამართალდამცველებს პროფესიული დღე მიულოცეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლიღარიბაშვილმა,  შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "მნიშვნელოვანია, რომ დანაშაულზე რეაგირებიდან კიდევ უფრო შიგნით შეიწიოს დანაშაულის პრევენციაზე. ნდობა და სიახლოვე საზოგადოებასთან პოლიციელის საქმეა და მე მჯერა, რომ ეს გზა გაგრძელდება და გაღრმავდება- განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.
ოფიციალური ღონისძიების დასრულების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა, სტუმრებთან ერთად დაათვალიერეს შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის მიერ წარმოდგენილი ავტოპარკი, ტექნიკა, შეიარაღება და აღჭურვილობა,
გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იყო სამართალდამცველების ისტორიული სამოსი, ცეცხლსასროლი და ცივი იარაღები, შსს-ს არქივის მიერ გამოცემული ჟურნალები და წიგნები.
შსს-ს გამოფენის დათვალიერების საშუალება ნებისმიერ მსურველს მთელი დღის განმავლობაში ჰქონდა.

სიახლეები

“ფორმულას” თანამშრომელი, ცირა ჟვანია დააკავეს

პოლიციამ "ფორმულას" კიდევ ერთი თანამშრომელი დააკავა - ცირა ჟვანია, რომელიც ტელეკომპანიის სოციალური მედიის განყოფილებაში...

“ოცნების” ყოფილი მხარდამჭერი კახა მიქაია დააკავეს

"ქართული ოცნების" ყოფილი მხარდამჭერი კახა მიქაია დააკავეს. ის, სავარაუდოდ გზის გადაკეტვის, ან ნიღბის ტარებისთვის...

მწერალი ბექა ქურხული დააკავეს

მწერალი ბექა ქურხული, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვისთვის, ან ნიღბის ტარებისთვის დააკავეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში...

ყველაფერი ვიცი, გამოძიებამ უნდა გიპასუხოთ – კობახიძე ღარიბაშვილ-ლილუაშვილის საქმეზე

ივანიშვილის წარმომადგენელი, ირაკლი კობახიძე ქართული ოცნების მთავრობის ყოფილი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და სუს-ის ყოფილი...