მთავარისიახლეებიმსოფლიოჯო ბაიდენის უფროსი შვილი ბო ბაიდენი გარდაიცვალა

ჯო ბაიდენის უფროსი შვილი ბო ბაიდენი გარდაიცვალა

Published on

30 მაისს აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის ჯო ბაიდენის უფროსი ვაჟი ბო ბაიდენი 46 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბო ბაიდენის გარდაცვალების მიზეზი თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე გახდა, რომელიც მას 2013 წლის აგვისტოში დაუდგინეს და ამ დრომდე ქიმიოთერაპიის კურებს გადიოდა. მაისის ბოლოს ბაიდენი შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო. ბო ბაიდენს დელავერის შტატის გენერალური პროკურორის პოსტი ეკავა მაშინ, როდესაც მამამისი იგივე შტატს სენატში წარმოადგენდა. ბო ბაიდენი ბოლო თვეების განმავლობაში იურიდიულ ფირმაში "Grant & Eisenhofer"მუშაობდა და 2016 წლის არჩევნებში დელავერის შტატის გუბერნატორის პოსტზე აპირებდა კენჭისყრას. ჯო ბაიდენს უკვე მიუსამძიმრეს ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და მისმა მეუღლემ მიშელ ობამამ.

 

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...