მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად დაინიშნა (VIDEO)

მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად დაინიშნა (VIDEO)

Published on

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ოდესის  გუბერნატორად დაინიშნა. შესაბამის ბრძანებულებას ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ხელი  უკვე მოაწერა, დანიშვნის ბრძანებულება პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზეც გამოქვეყნდა. გუბერნატორად წარდგენის ცერემონიალს, რომელიც ოდესის ადმინისტრაციის შენობაში გაიმართა, თავად სააკაშვილიც  ესწრებოდა. "ოდესა არის ქალაქი, სადაც ყველაფერია შესაძლებელი, მე ყველაფერს გავაკეთებ" – ეს კომენტარი უკრაინული მედიის ცნობით, მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა. "მიხეილ სააკაშვილი ჩემი მეგობარია სტუდენტობის პერიოდის შემდეგ. მე მახსოვს ის, როგორც მტკიცე და მოტივირებული ადამიანი და მაქვს მიზეზი ვენდო მას" – აღნიშნული განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა. მიხეილ სააკაშვილი  ოდესის გუბერნატორობის პარალელურად უკრაინის მოქალაქეც გახდა. შესაბამის ბრძანებულებას პეტრო პოროშენკომ ხელი მოაწერა, მოგვიანებით კი პრეზიდენტის ოფიციალურ ფვერდზეც გამოქვეყნდა. საქართველოს კონსტიტუციიდან გამომდინარე, ამ შემთხვევაში საქართველოს მესამე პრეზიდენტს საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმა მოუწევს, რადგან "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ კანონის" შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობას დაკარგავს პირი, თუ იგი სხვა ქვეყნის მოქალაქეობას მოიპოვებს.  ამასთან, კანონმდებლობის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს საქართველოში პოლიტიკური საქმიანობაც არ შეეძლება. "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელის ნინო ლომჯარიას განმარტებით,"კანონმდებლობით პოლიტიკურ საქმიანობას საქართველოში შესაძლებელია ეწეოდეს მხოლოდ ამ ქვეყნის მოქალაქე, ანუ უცხოქვეყნის მოქალაქეს ეკრძალება პოლიტიკური მოღვაწეობა, წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა და ა.შ. მოუწევს თუ არა მიხეილ სააკაშვილს პარტია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის პოსტის დატოვება? – გიორგი ვაშაძის განცხადებით, ამაზე საუბარი ნაადრევია. მისი თქმით, კომენტარები მას შემდეგ გაკეთდება, რაც ხელისუფლება მიიღებს გადაწყვეტილებას სააკაშვილის მოქალაქეობის საკითხზე. "მოქალაქეობის საკითხზე პასუხი ხელისუფლებამ უნდა გასცეს, თუ რას აპირებს და დართავენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს ორმაგი მოქალაქეობის შესაძლებლობას. ამის შემდეგ იქნება ჩვენი კომენტარები დ არეაგირება ამ საკითხზე.  საქართველოს კანონმდებლობა ორმაგ მოქალაქეობას ითვალისწინებს და ეს შესაძლებელია, თუმცა ბევრი რამ არის დამოკიდებული პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ხელისუფლებამ უნდა მიიღოს" – განაცხადა გიორგი ვაშაძემ. მისივე თქმით, სააკაშვილს ორმაგ მოქალაქეობაზე ჯერ არავისთვის არ მიუმართავს

უკრაინული მედიის ცნობით, ახალ თანამდებობაზე მუშაობას მიხეილ სააკაშვილი უკვე შეუდგა. შეგახსენებთ, რომ ოდესის გუბერნატორად დანიშვნამდე საქართველოს ექსპრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მრჩეველი იყო საერთაშორისო საკითხებში

ლევან კალანდია

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...