მთავარისიახლეებიპოლიტიკა„თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის“ ორგანიზებით დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინ აქცია გაიმართა...

„თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის“ ორგანიზებით დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინ აქცია გაიმართა (VIDEO)

Published on

„თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის“ ორგანიზებით დღეს  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინ აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები წითელი ბარათებით გამოჩნდნენ,ასევე ხელში ეჭირათ ბანერები წარწერით „მიშა ჩამოდი საქართველოს ჭირდები“. აქციის მონაწილეებმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ფოტოები ნაგვის მანქანებზე გააკრეს. აქციას შეუერთდნენ პატარა ფოთიდანაც, რომლებსაც ასევე ბანერები და წითელი ბარათები ეჭირათ. აქციის მონაწილეები აქ მოსვლის მიზეზებს განმარტავენ, ისინი ხელისუფლების გადადგომას და მშენებლობების განახლებას ითხოვენ.აქციის მონაწილეებს ტრიბუნიდან სიტყვით მიმართეს პარლამენტის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა,თავდაცვის ყოფილი მინისტრის მეუღლემ ანი ნადარეიშვილმა, შეკრებილებს ბაჩანა ახალაიას წერილი წაუკითხეს, სადაც ნათქვამია, რომ ერთიანობა, ერთად დგომა და ბრძოლა უნდა გაგრძელდეს, რომელიც აუცილებლად გამარჯვების საწინდარი იქნება, საჭიროა ერტად დგომა და ერთიანი ბრძოლა ხელისუფლების წინააღმდეგ“. ანი ნადარეიშვილმა დღეს შეკრებილებს ახალი ინიციატივაც გააცნო, რომელიც ამ ხელისუფლების დროს დაზარალებული მოსახლეობის დახმარებას ითვალისწინებს.ასევე ნადარეიშვილმა განაცხადა, რომ მომავალ წელს გამარჯვებას სოხუმში იზეიმებენ. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ნუგზარ წიკლაურის განმარტებით, დღევანდელი დღე არის სიმბოლური და გარანტი იმისა, რომ საქართველოს ერთიანობა სამეგრელოდან დაიწყება.აქციის მონაწილეებს უკრაინიდან საქართველოს ექს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჩაერთო, რომელმაც შეკრებილებს მიმართა, „მეგანსაკუთრებით  სამეგრელომენატრება, რადგან  ყველაზემეტიგანვითარებისპროექტიდავტოვეთსამეგრელოში, დაყველაზემეტადშეგვიჩერესაქ, ჩვენ ავაშენებთ ოცნების ქალაქს ლაზიკას, ჩვენ ვართ მომავლის ძალა“- განაცხადა სააკაშვილმა.მიხეილ სააკაშვილის ჩართვას აქციის მონაწილეები შეძახილებით და ოვაციებით შეხვდნენ. აქციის დაასრულების შემდეგ კი მცირედი ინციდენტი მოხდა, რომელიც  „ქართული ოცნების“ წევრების მხრიდან შენობიდან გადმოძახილმა და პლაკატმა გამოიწვია წარწერით“ ნაცებო, ჩაჯექით, გავდივართ“. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, რომელმაც სიტუაციის განმუხტვა მალევე შეძლო.

 

 

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...