მთავარისიახლეებიპოლიტიკაშეერთებული შტატები მხარს უჭერს ევროკავშირის მცდელობებს, ხელი შეუწყოს მჭიდრო თანამშრომლობასა და პარტნიორობას...

შეერთებული შტატები მხარს უჭერს ევროკავშირის მცდელობებს, ხელი შეუწყოს მჭიდრო თანამშრომლობასა და პარტნიორობას საქართველოსთან, მოლდოვასთან, უკრაინასთან, სომხეთთან, აზერბაიჯანსა და ბელარუსთან

Published on

აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ეხმაურება, უწყების განცხადებას, სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი მარი ჰარპი ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ მხარს უჭერს ინიციატივებს, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში დემოკრატიას, ეფექტურ მმართველობას, ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებას, კორუფციასთან ბრძოლას, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას უწყობს ხელს.

"შეერთებული შტატები მხარს უჭერს ევროკავშირის მცდელობებს, ხელი შეუწყოს მჭიდრო თანამშრომლობასა და პარტნიორობას საქართველოსთან, მოლდოვასთან, უკრაინასთან, სომხეთთან, აზერბაიჯანსა და ბელარუსთან, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონში რუსეთის მხრიდან ზეწოლისა და დეზინფორმაციის გაზრდის ფონზე"- წერია უწყების განცხადებაში.

სიახლეები

ამ ტემპით, ბიძინა ივანიშვილი მალე გადაასწრებს თავის ბატონებს მოსკოვში – რასა იუკნევიჩიენე

ამ ტემპით, ბიძინა ივანიშვილი მალე გადაასწრებს თავის ბატონებს მოსკოვში - რასა იუკნევიჩიენე ჟურნალისტ ვახო სანაიას...

უკრაინამ რუსეთში, Wildberries-ის 2 საწყობზე დრონებით იერიში მიიტანა

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კრასნოდარში რუსეთის ყველაზე მსხვილ ონლაინ-სავაჭრო კომპანია Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრზე დრონებით იერიში...

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო...

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს - საქმე Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხება, რომელშიც ვახო...