მთავარისიახლეებიკონფლიქტებისოზარ სუბარი სტამბოლში აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდება

სოზარ სუბარი სტამბოლში აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდება

Published on

დღეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია აფხაზეთის დეფაქტო მთავრობის წარმომადგენლებთან მოლაპარაკების გამართვის მიზნით სტამბოლში გაემგზავრნენ.

 სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ  2010 წელს საერთაშორისო წითელი ჯვრის ეგიდით შეიქმნა ორმხრივი საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც1992-1993 წლებში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებისა და გადმოსვენების საკითხებს სწავლობს.

საკოორდინაციო ჯგუფის მუშაობის ფარგლებში დღემდე გამართულია 7 ასეთი  შეხვედრა აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

ამ მორიგ  შეხვედრას წინ უძღოდა სამუშაოები, როგორც აფხაზეთის, ისე საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე, რომლის დროსაც10-ზე მეტი სამარხი იქნა იდენტიფიცირებული.

 

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...