მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილს ლატვიის პროკურატურის საპატიო ნიშანი გადაეცა

მიხეილ სააკაშვილს ლატვიის პროკურატურის საპატიო ნიშანი გადაეცა

Published on

უკრაინის პრეზიდენტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი ლატვიის გენერალურ პროკურორს ერიკს კალნმეიერს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა მას ამ პოსტზე წინადღეს ხელახალი არჩევა მიულოცა.
მხარეებმა განიხილეს სამართალდამცავი სტრუქტურების მუშაობაში უკრაინელი რეფორმატორებისთვის გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა, ასევე უკრაინიდან უკანონოდ გატანილი ფულის უკრაინელი ხალხისთვის დაბრუნების საკითხი. მიხეილ სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა ლატვიის გენერალურ პროკურორს ამ საკითხში დახმარებისათვის.
საქართველოს ექსპრეზიდენტმა საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერიც გააკეთა, ხოლო ერიკს კალნმეიერსმა მას ლატვიის პროკურატურის საპატიო ნიშანი გადასცა.

მცირე ხნით ადრე რიგაში მყოფმასაქართველოს ექსპრეზიდენტმა  ქართველ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა , რომ საქართველოს მთავრობას არასწორი პრიორიტეტები აქვს- „რიგაში მთავრობა ვიზების გამარტივების ნაცვლად ჩემს დაკავებას ითხოვდა,მიხედონ  ხალხს, დაგვანებონ თავი,  ჩვენსხალხს ძალიან უჭირს და უნდა დავეხმაროთ მათ,რაღაცა უნდა გავაკეთოთ ამისთვის,“- აღნიშნა მან. 

სიახლეები

ოპოზიცია: სუსში გამოკითხვები კორუფციასთან რეალურ ბრძოლად არ აღიქმება

ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლების სუსში დაბარებას ოპონენტები შიდა დაპირისპირებასა და კორუფციის თემას უკავშირებენ, თუმცა აცხადებენ,...

რატომ არ ეწვია ვენსი საქართველოს – იან კელის განმარტება

"ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა იკითხა, რატომ არ ეწვია ვენსი თბილისს ბოლო მოგზაურობის დროს. ჩემი...

ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა – ნინო ქადაგიძე

"ძალიან მოულოდნელი იყო, ახლა, ეს. ჩვენ არასდროს უარვყოფდით, რომ ურთიერთობა ჰქონდა და ბავშვობის მეგობარი...

ჭარბწონიანობა მავნე [წინა] ხელისუფლებამ და მათმა პოლიტიკამ მოიტანა – ყაველაშვილი

სპორტის განვითარება "ოცნების" ხელისუფლების პრიორიტეტად სახელდება, თუმცა პარლამენტში გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა აქცენტი წინა ხელისუფლების...