მთავარისიახლეებიკონფლიქტებირუსეთი აფხაზურ საზოგადოებას არ ენდობა.- აცხადებს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი

რუსეთი აფხაზურ საზოგადოებას არ ენდობა.- აცხადებს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი

Published on

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ეხმიანება რუსეთი სფედერაციის 58-ე არმიის ყოფილი ხელმძღვანელის ანატოლი ხრულოვის დანიშვნას აფხაზეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების  გენერალური შტაბის უფროსის პოსტზე.  

-ხრულოვის დანიშვნა აჩვენებს, რომ რუსეთი აფხაზურ საზოგადოებას არ ენდობა“- აცხადებს იგი, მიუხედავად იმისა, რომ რუსული არმიის მაღალჩინოსნები ფაქტობრივად აქამდეც მართავდნენ უკანონო შეიარაღებულ დაჯგუფებებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში,  ანტოლი ხრულოვის ეს ოფიციალური დანიშვნა არის დაუფარავი დადასტურება რუსული პოლიტიკისა, რომელიცმიმართულია  ზეგავლენის გაძლერებაზე ამ რეგიონში.

აფხაზური საზოგადოება რუსი სამხედრო მაღალჩინოსნის დანიშვნას ეროვნული არმიის პრეტენზიის მქონე შეიარაღებული ძალების მეთაურად ,,მომზადებული’’ ‘შეხვდა.  მართალია აფხაზეთსა და რუსეთს შორის შეთანხმების თავდაპირველი პროექტის საყოველთაო განხილვის პროცესში პუნქტი, რომელიც გენშტაბის უფროსის თანამდებობაზე რუსეთის წარმომადგენლის დანიშვნას ეხებოდა, ყველაზე მწვავე კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა საზოგადოების დიდი ნაწილის და, განსაკუთრებით, ოპოზიციური პარტიის ,,ამცახარას“ მხრიდან, მაგრამ რუსეთზე დამოკიდებულების მაღალი ხარისხის გაცნობიერების შედეგად იგი მალევე მიხვდა, რომ წინააღმდეგობის გაწევა კითხვისნიშნის ქვეშ დააყენებდა რუსეთიდან მომდინარე ფინანსურ დახმარებას და ვნებათაღელვა თანდათან ჩაცხრა. აღსანიშნავია, რომ რუსეთი ხელშეკრულების გაფორმების ერთერთ კატეგორიულ წინაპირობად სწორედ სამხედრო სფეროში ამგვარ ,,თანამშრომლობას'' აყენებდა.

„ჩვენი არმია დიდი არ არის, მაგრამ მძიმე საომარ ვითარებაში, როდესაც იგი ფორმირდებოდა, მან ბრძოლისუნარიანობა აჩვენა. დღეს სხვა დროა და ჩვენ საკუთარი თავის წინაშე  სხვა ამოცანებს ვსახავთ, მათ შორი სრუსეთთან საომარ-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარებას. იმედი გვაქვს თქვენი ცოდნისა დაგამოცდილების“, – მიმართა ხრულოვს ხაჯიმბამ მისი კანდიდატურის წარდგენის დღეს.

შეგახსენებთ, რომ ანატოლი ხრულოვი 2006-დან2010 წლამდე რუსეთის 58-ე არმიას  ხელმძღვანელობდა და, როგორც ამბობენ, პუტინის საყვარელი გენერალია.  2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ის ე.წ. სამხრეთ ოსეთში მძიმედ დაიჭრა.

სიახლეები

ვანო ნადირაძე თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს - ვანო ნადირაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის...

პატიმრობა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში – ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები შედის

ქართული ოცნების პარლამენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებითი ცვლილებები შეაქვს. ცვლილების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ადამიანს ადმინისტრაციული...

ვულოცავთ დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას… მედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის-ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ დანია საქართველოს ევროპულ...

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს. ამის შესახებ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ...