მთავარისიახლეებიპოლიტიკანატო-ს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ალიანსის წევრებს მხარი დაუჭირონ "ნატო-საქართველოს...

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ალიანსის წევრებს მხარი დაუჭირონ “ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის” იმპლემენტაციას

Published on

დღეს გაიმართა საქართველოსპარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის,  ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის ირაკლი სესიაშვილის  ბრიფინგი, რომელიც მიეძღვნა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მე-60 სხდომის შედეგებს .

სხდომა გაიმართა15-18 მაისს,ბუდაპეშტში და მასზე მიღებულ იქნა   დეკლარაცია, რომელიც  წარმოადგენს მოწოდებას ალიანსის წევრი სახელმწიფოები სმთავრობებისა და პარლამენტებისადმი მხარი დაუჭირონ  საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭების საკითხს.

ირაკლი სესიაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქარტველოს დელეგაციის წევრების ძალისხმევით დეკლარაციაში შევიდა ახალი პუნქტი, რომლის თანახმად, ნატო-ს გაფართოების პროცესი მესამე ქვეყნის გავლენის ქვეშ არ უნდა მოექცეს. მისი შეფასებით, დეკლარაციის ამ სახით მიღება მეტად მნიშვნელოვანია საქართველოს წინსვლისთვის ნატოში გაწევრიანების გზაზე.  

მნიშვნელოვანია,  რომ დეკლარაცია თითქმის ერთხმად იქნა მიღებული,  მას მხარი დაუჭირეს გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმაბრიტანეთმაც- აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში სხვებთან ერთად იყვნენ არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები   გიორგი ბარამიძე და ირაკლი ჩიქოვანი .

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...