მთავარისიახლეებიპოლიტიკახვალ აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტი იხსნება

ხვალ აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტი იხსნება

Published on

21-22 მაისს რიგაში აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგით მეოთხე სამიტი გაიმართება.

სამიტზე იმსჯელებენ სამეზობლო პოლიტიკისმომავალზე, განიხილება  აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 სახელმწიფოს მიმართ დიფერენცირებული პოლიტიკის შემუშავების საჭიროება, იმის გათვალისწინებით, რომ  ეს ქვეყნები ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით სხვადასხვა საფეხურზე არიან, მათ შორის, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას გაფორმებული აქვთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებები. 

სამიტზე კიდევ ერთხელ დადგება უკრაინის კრიზისისა და რეგიონში მიმდინარე  სხვა ისეთი კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტის   აუცილებლობა, როგორიცაა  დნესტრისპირეთში, მთიან ყარაბაღში, საქართველოს რეგიონებში– აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშიარსებულისიტუაცია. 

აგრეთვე აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების პროგრესი ვიზალიბერალიზაციისა და ვიზაფასილიტაციის მიმართულებით. საუბარი შეეხება ურთიერთობებს ვაჭრობის, უსაფრთხოებისა და ენერგოუსაფრთხოების საკითხებში.

რიგის სამიტზე საქართველოს დელეგაციას  პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს.

სიახლეები

უჩა ქემაშვილი 10 დღით ციხეში გაუშვეს

აქტივისტი უჩა ქემაშვილი სასამართლომ 10 დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვა - დაწყვეტილება მოსამართლე დავით თეთრაულმა...

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთში ორ სამხედრო აეროდრომს დაარტყეს

უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა, 6 ივნისის...

მამუკა ხაზარაძემ გირაო გადაიხადა

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ სასამართლო სხდომაზე, რომელზეც განიხილება მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის...

ნარკოტიკების ლაბორატორია თბილისში – დაკავებულია უცხოეთის 2 მოქალაქე

თბილისში ნარკოტიკების ლაბორატორია აღმოაჩინეს - შსს-ს ცნობით, დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე. გამოძიებით დადგინდა, რომ...