მთავარისიახლეებისაზოგადოებააქცია ზუგდიდში - მოსახლეობა ქლორის ავზების გატანას ითხოვს (VIDEO)

აქცია ზუგდიდში – მოსახლეობა ქლორის ავზების გატანას ითხოვს (VIDEO)

Published on

ზუგდიდში, წერეთლის ქუჩაზე მეოთხე დღეა ჯერჯერობით დაუდგენელი ნივთიერების გაჟონვის გამო მიმდებარე ტერიტორიაზე სუნი დგას. მოსახლეობის განცხადებით, მოხდა ქლორის გაჟონვა, რამაც რამოდენიმე მოსახლის მოწამვლა და მიმდებარე ტერიტორიაზე ხეებისა თუ ნათესების გახმობა გამოიწვია. ჯერჯერობით დაუდგენელი მომწავლელი ნივთიერების გატანას ითხოვენ  წერეთლის ქუჩის მოსახლეები. ამ მოთხოვნით მათ დღეს შემთხვევის ადგილზე აქცია გამართეს და შესაბამის სამსახურებს დროული რეაგირებისკენ მოუწოდეს.

„მეოთხე დღეა მოწამლული ვარ და ისევ ისეთ დღეში ვარ, მდგომარეობიდან ვეღარ გამოვდივარ. მარტო ეზოში კი არ იდგა სუნი, სახლშიც, ყველა ოთახში სუნი დგას. წვიმის დროს უფრო მეტი სუნი დგას და სასწრაფოდ უნდა იქნეს გატანილი ეს ნივთიერებები. ჩვენ არ ვიცით ეს რა არის, ამბობენ, რომ ქლორია, მაგრამ ეს ქლორს არ ჰგავს. დაუდგენელი ნივთიერების გაჟონვის შედეგად გადამწვარია ხეები, ბოსტანი, განადგურებულია თხილის პლანტაცია, ეს დაახლოებით კილომეტრის რადიუსშია. ვითხოვთ მომწამვლელი ნივთიერებების გატანას“ – განაცხადა წერეთლის ქუჩაზე მაცხოვრებელმა

ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მერაბ ქვარაიას განცხადებით, შემოსული შეტყობინების შემსდეგ ადგილზე შესაბამისი სამსახურები იქნა გამოძახებული. „როგორც კი იქნა მიღებული შეტყობინება მოსახლეობის მხრიდან, სასწრაფოდ იქნა მიღებული ზომები. ინფორმირებულ იქნა შესაბამისი სამსახურები, გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახური, ადგილობრივი ხელისუფლება. შესაბამისად გამოძახებულ იქნა  ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური დამუშავების სწრაფი რეაგირების ჯგუფი, რომელმაც შეაფასა არსებული მდგომარეობა და ამ წუთისათვის ჩვენ ველოდებით სპეციალურ ჯგუფს, დანაყოფს, რომელიც მოახდენს იმ კონტეინერის გაუნებელყოფას, საიდანაც ხდება ქლორის მასის გამოფრქვევა“ – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაიამ

ქლორის ავზი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან არის გამოტანილი და სავარაუდოდ იგი ჯართში ჩასაბარებლად იყო განკუთვნილი. ამ ავზით საბჭოთა კავშირის დროს, მდინარე რეჩხისწყლის დაქლორვა ხდებოდა, რომელიც შემდგომში სასმელი წყლის სახით, მთლიანად გალის რაიონს და ზუგდიდის ნაწილს ამარაგებდა.

სიახლეები

მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, უზრუნველყოს დამოუკიდებელი გამოძიება – ექიმები

ექიმების ნაწილი BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ გამოძიებას ეხმაურება. ისინი მიმართავენ საერთაშორისო საზოგადოებას, რათა უზრუნველყონ დამოუკიდებელი გამოძიება,...

უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებაზე გამოძიება გრძელდება – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ BBC-ის სიუჟეტის ფარგლებში გამოძიება ორი მიმართულებით მიდიოდა. სუს-ის პირველი...

შსს აქციების დროს ქლორობენზილიდინ მოლონონიტრილს იყენებდა და არა კამიტს – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ წყლის ჭავლში მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული ქიმიური ფხვნილი ქლორობენზილიდინ მალონონიტრილია,...

როდესაც CS-ს წყალში ურევ, უკვე ნაგავი ხარ – ჟურნალისტი დავით ნიკურაძე

საქართველოს ფარგლებს გარეთ, მათ შორის უმეტესწილად აშშ-ში მიმდინარე მოვლენების, ბუნებრივი კატაკლიზმებისა თუ სახალხო პროტესტის...