მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის დადიანების მუზეუმის ეზოში შიდსით გარდაცვლილთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

ზუგდიდის დადიანების მუზეუმის ეზოში შიდსით გარდაცვლილთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

Published on

ზუგდიდის დადიანების მუზეუმის ეზოში შიდსით გარდაცვლილთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს. საქართველოში დაავადების შედეგად გარდაცვლილ 1012 ადამიანს პატივი ანთებული სანთლებით მიაგეს, რომელთა ქვეშ ფურცლებზე იმ ადამიანების სახელები იყო მიწერილი, რომლებიც შიდსისგან დაიღუპნენ. ღონისძიება ასოციაცია ქსენონის და ზუგდიდის მერიის ტექნიკური მხარდაჭერით გაიმართა. შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე 1983 წლიდან აღინიშნება და ის მაისის მესამე კვირას იმართება. 30 წელზე მეტია მსოფლიო შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღეს სანთლების ანთების ტრადიცია აერთიანებს ადამიანებს მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან. ამ დღეს მოსახლეობა იკრიბება შიდსით გარდაცვლილთათვის პატივის მისაგებად, აივ ინფიცირებულთა მხარდასაჭერად და იმის სადემონსტრაციოდ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების როლი აივ ინფექციის მკურნალობის, პრევენციის, ზრუნვისა და მხარდაჭერის საქმეში.

სიახლეები

“ქართული ოცნება” ნამდვილად იმსახურებს სანქციებს და უფრო მეტსაც – ქეთი ხუციშვილი

ევროპარლამენტში, სადაც დღეს საქართველოს შესახებ ანგარიში დამტკიცდა, სიტყვით „ღია საზოგადოების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან...

TI- „ოცნებამ“ კრიტიკული ტელევიზიების ცენზურის პოლიტიკა აამოქმედა და კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა დიქტატურისკენ

გამოვხატავთ ძლიერ შეშფოთებას მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოში მოქმედი წამყვანი კრიტიკული მაუწყებლების -...

“ქართული ოცნება” საინფორმაციო ცენტრს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ აუქმებს

"ქართული ოცნება" ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს აუქმებს - ინფორმაციას და შესაბამის ბრძანებას...

ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა ქართული ოცნების წინააღმდეგ მორიგი კრიტიკული ანგარიში მიიღო

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა ქართული ოცნების ხელისუფლების წინააღმდეგ კიდევ ერთი კრიტიკული ანგარიში მიიღო. ანგარიშში, რომელიც...