მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებენ ავლაბრის რეზიდენცია საპატრიარქოს დაუთმოს

საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებენ ავლაბრის რეზიდენცია საპატრიარქოს დაუთმოს

Published on

„ ბატონო პრეზიდენტო, დაუთმეთ ავლაბრის რეზიდენცია საქართველოს სამოციქულო ეკლესიას“- მიმართავს ,,ასავალ – დასავალის" ფურცლებიდან ეკონომისტი ანზორ ბაბუხადია გიორგი მარგველაშვილს და აღნიშნავს, რომ უმჯობესი იქნება თუ პრეზიდენტის სასახლეში პატრიარქის რეზიდენცია განთავსდება.მისი თქმით, სამების ეკლესიის გარშემო ტერიტორია ამორტიზებული სახლების, სავაჭრო და საყოფაცხოვრებო ობიექტებისგან უნდა გათავისუფლდეს და აღნიშნულ ადგილზე უნდა შეიქმნას მინი ქალაქი.

.„ჩვენ სამების ეკლესიის გარშემო უნდა შევქმნათ სამუზეუმო-საეკლესიო სივრცე, სადაც ქართული სულიერება და კულტურა იქნება წარმოჩენილი და სადაც აბსოლუტურად ყველა ჩვენი უცხოელი სტუმარი მივა და აღფრთოვანებული დარჩება, როგორც ჩვენი ისტორიით, ასევე თანამედროვეობით. მნიშვნელოვანია, რომ ეს ინიციატივა, რაც შეიძლება მალე განხორციელდეს! ეს ბაღნარი ჩვენი პატრიარქის სიცოცხლეშივე უნდა გაშენდეს- მისი უდიდესი ღვაწლის პატივსაცემად“- აღნიშნავს ანზორ ბაბუხადია.

სიახლეები

მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, უზრუნველყოს დამოუკიდებელი გამოძიება – ექიმები

ექიმების ნაწილი BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ გამოძიებას ეხმაურება. ისინი მიმართავენ საერთაშორისო საზოგადოებას, რათა უზრუნველყონ დამოუკიდებელი გამოძიება,...

უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებაზე გამოძიება გრძელდება – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ BBC-ის სიუჟეტის ფარგლებში გამოძიება ორი მიმართულებით მიდიოდა. სუს-ის პირველი...

შსს აქციების დროს ქლორობენზილიდინ მოლონონიტრილს იყენებდა და არა კამიტს – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ წყლის ჭავლში მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული ქიმიური ფხვნილი ქლორობენზილიდინ მალონონიტრილია,...

როდესაც CS-ს წყალში ურევ, უკვე ნაგავი ხარ – ჟურნალისტი დავით ნიკურაძე

საქართველოს ფარგლებს გარეთ, მათ შორის უმეტესწილად აშშ-ში მიმდინარე მოვლენების, ბუნებრივი კატაკლიზმებისა თუ სახალხო პროტესტის...