მთავარისიახლეებიკულტურა,,დადიანები თბილისში’’

,,დადიანები თბილისში’’

Published on

 

მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გამოფენა დედაქალაქში

 

დღეს თბილისში იხსნება  .დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმისა და საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის ერთობლივი გამოფენა  “დადიანები თბილისში”. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება  დადიანების  მუზეუმში დაცული გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ნუმიზმატიკა, ფოტომასალა, ფერწერა, გრაფიკა, ჭედური ხელოვნების ნიმუშები.

გამოფენა ეძღვნება მუზეუმის საერთაშორისო დღეს – 18 მაისს, რომელიც  1977 წლიდან აღინიშნება მთელ მსოფლიოში და ემსახურება სამუზეუმო საქმის პოპულარიზაციას, მუზეუმის როლის გაცნობიერებას საზოგადოების მიერ.

როგორც  დადიანების მუზეუმის დირექტორი ლილი ბერაია ამბობს, ეს დღე მისი დამფუძნებლის –  მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) მიერ მოიაზრება როგორც   განსაკუთრებით მნიშვნელოვანი  მომენტი სამუზეუმო საზოგადოებისათვის და წარმოადგენს შესანიშნავ საშუალებას  მუზეუმის პროფესიონალებისთვის თავის  აუდიტორიასთან შესახვედრად.

სამეგრელოს რეგიონში არსებული მუზეუმები მრავალი წელია ღირსეულად აღნიშნავენ და მონაწილეობენ  ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში. წლეულს, როგორც, საქართველოს კულტურის სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ პროგრამაში ვკითხულობთ,  მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულები ჩატარდება ფოთში  – კოლხური კულტურის მუზეუმის და    ნოქალაქევში  – არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის ორგანიზებით. 

დამკვიდრებული ტრადიციით, მუზეუმის საერთაშორისო დღის აღნიშვნის უცილობელი კომპონენტია ღია კარის დღე საქართველოს ყველა მუზეუმში  –  ყველა მუზეუმში შესვლა  უფასოა.

 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...