მთავარისიახლეებიკონფლიქტებიირაკლი ტუჟბა: ევროპა კვლავ საქართველოს ხელისუფლების კარნახით მოქმედებს

ირაკლი ტუჟბა: ევროპა კვლავ საქართველოს ხელისუფლების კარნახით მოქმედებს

Published on

აფხაზეთში მწვავედ რეაგირებენ ევროსაბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 12 მაისის  გადაწყვეტილებაზე  საკითხში ,,ევროსაბჭო და კონფლიქტი საქართველოში“, რომელშიც დაგმობილია საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევა რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.

,,ჩვენ კვლავ გვიხდება თვალი მივდევნოთ, რომ საქართველოს მრავალრიცხოვანი ევროპელი მეგობრები და პარტნიორები  საქართველოს ხელისუფლების კარნახით იღებენ მითიური ხასიათის დოკუმენტებს, რომელთაც არა აქვთ არავითარი იურიდიული ძალა –  განაცხადა სააგენტო ,,სპუტნიკთან’’ საუბარში აფხაზეთის დე – ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური განყოფილების ხელმძღვანელმა ირაკლი ტუჟბამ.  – სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გვიხდება კონსტანტირება ფაქტისა, რომ ისეთი პატივსაცემი საერთაშორისო ორგაანიზაციებიც კი, როგორიცააა ევროპის საბჭო, იღებენ მსგავს უშინაარსო და შესრულებისთვის არააუცილებელ დოკუმენტებს, რომლებშიც სრულად არის უგულვებელყოფილი რეგიონში არსებული რეალიები და ნაკარნახევია მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ინტერესებით.

მიუხედავად საქართველოს და მის თანამოაზრეთა მცდელობისა,  წინ აღუდგნენ პოზიტიურ პროცესებს ჩვენს რესპუბლიკაში, აფხაზეთი, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფო კვლავაც გაგრძელებს ურთიერთობებს თავის სტრატეგიულ პარტნიორთან – რუსეთის ფედერაციასთან და სხვა საერთაშორისო აქტორებთან. – განაცხადა მან. – გვინდა კიდევ ერთხელ შევახსენოთ ქართველ კოლეგებს და მათ ევროპელ მფარველებს, რომ აფხაზმა ხალხმა გააკეთა თავისი ისტორული არჩევანი – აშენოს თავისი, საქართველოსგან დამოუკიდებელი  სახელმწიფო, რომელმაც თავისი არსებობის მანძილზე დაამტკიცა საერთაშორისო საზოგადოების საღად მოაზროვნე, ადექვატური და არაანგაჟირებული ნაწილის წინაშე, რომ ის შემდგარი სახელმწიფოა.  

სიახლეები

რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა

ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან...

ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა. „საკონსტიტუციო სასამართლოს...

განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ – მეუფე იობი

„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,...