ევროკავშირის დღეები ზუგდიდში (VIDEO)

0
614

ევროპა შუმანის დეკლარაციის 65-ე წლისთავს აღნიშნავს. 65 წლის წინ, 1950 წლის 9 მაისს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერტ შუმანმა გადადგა პირველი ნაბიჯები იმისკენ, რასაც დღეს ევროკავშირს ვუწოდებთ. 64  წლის წინ შუმანმა მოუწოდა ევროპულ სახელმწიფოებს არ დაეშვათ ომი ევროპაში. საზეიმო დღესთან დაკავშირებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის საველე ოფისის მონიტორების ორგანიზებით ზუგდიდში კულტურულ-სპორტული ღონისძიებები გაიმართა. ქალაქ ზუგდიდის აკაკი წერეთლის სახელობის პირველ საჯარო სკოლის ეზოში ჩატარდა სამეჯლისო და ქართული ცეკვების, ასევე ახალგაზრდა ვოკალისტი შემსრულებლების კონცერტი. ღონისძიების ფარგლებში ნორჩმა ძიუდოისტებმა და სამბოისტებმა წარმოადგინეს სპორტული სანახაობა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის რეგიონალური ოფისის უფროსმა გაბრიელ ვონ ჰორნიმ ჟურნალისტებთან ევროკავშირის მისიის  მნიშვნელობაზე ისაუბრა. ევროკავშირის დღისადმი მიძღვნილი სპორტული მარათონი მოეწყო ასევე რუხის ციხიდან ენგურის ხიდამდე, სადაც ადგილობრივი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. ორგანიზატორებმა მარათონში გამარჯვებულ მონაწილეებს ჯილდოები გადასცეს. საზეიმო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება კი დღეს შამგონის საჯარო სკოლაში გაიმართა. ფრენბურთში მონაწილეობა შამგონის, ახალაბასთუმნისა და ინგირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ასევე ასევე ევროკავშირის მონიტორებმა მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრა ადგილობრივი სკოლის მოსწავლეების გამარჯვებით დასრულდა. გამარჯვებულებს ორგანიზატორებმა ჯილდოები და საჩუქრები გადასცეს. ევროკავშირის დღეების ფარგლებში მსგავსი ღონისძიებები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საველე ოფისებმაც მოაწყვეს. განსაკუთრებული ყურადღება კი ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის მიმდებარედ არსებულ სოფლებს დაეთმო.

 

წინა სტატიაზუგდიდში ევროკავშირის დღეებს აღნიშნავენ. (VIDEO)
შემდეგი სტატია,, ქართული პასპორტის მიმზიდველობა გაცილებით დიდია, ვიდრე აფხაზურისა. ამ ცდუნებასთან გამკლავება გაუჭირდებათ არა მხოლოდ აფხაზეთში მცხოვრებ ქართველებს, არამედ თავად აფხაზებსაც’’
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური