მთავარისიახლეებისაზოგადოებაფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავის აღნიშვნა ზუგდიდში დილით რუხის ციხიდან დაიწყო (VIDEO)

ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავის აღნიშვნა ზუგდიდში დილით რუხის ციხიდან დაიწყო (VIDEO)

Published on

ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავის აღნიშვნა ზუგდიდში დილით რუხის ციხიდან დაიწყო, საიდანაც ენგურის ხიდამდე მარათონი გაიმართა.მატრათონი ევროკავშირის დღეებსაც უკავშირდება. აღნიშნულ მარათონში  ადგილობრივმა სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. სამამულო ომის ვეტერანებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჭითაწყარის სასაფლაოზე პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ თანამებრძოლებს და  გვირგვინით შეამკეს მათი საფლავები. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გიორგი თოდუას განცხადებით, მნიშვნელოვანია სამამულო ომის ვეტერანი მებრძოლების ღვაწლი სამშობლოს წინაშე.ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ომის ვეტერანებმა დღესვე გვირგვინით შეამკეს სამამულო ომის გმირის გრიგოლ სხულუხიას მემორიალური ძეგლი. მეორე მსოფლიო ომი ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი იყო კაცობრიობის ისტორიაში. მეორე მსოფლიო ომში საქართველომ 750 000 მეომარი გაგზავნა. მათგან დაახლოებით 200 000 დაიღუპა, ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...