სამედიცინო კორპორაცია ევექსი აგრძელებს საქართველოში მედდების გადამზადების პროგრამას. ამჯერად კორპორაცია სამეგრელოში იწყებს მედდების კვალიფიკაციის ასამაღლებელ უფასო კურსებს. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით ექთნების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით თეორიული და პრაქტიკული სწავლების ჩატარებას. კონკურსანტებისათვის ლექციები უფასოა და დაფინანსებულია სამედიცინო კორპორაცია ევექსის მიერ. პროგრამის დასასრულს ყველა ის კანდიდატი, რომელიც გამოცდაზე გადალახავს საკვალიფიკაციო ბარიერს, დასაქმდება კორპორაციის ქსელში არსებულ ჰოსპიტალებში. ექთნების გადამზადების პირველი გრძელვადიანი პროგრამა ევექსის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით იმერეთში უკვე განხორციელდა და კურსში 122 კანდიდატი მონაწილეობს, რომელტაგანაც საუკეთესოები დასაქმდებიან კორპორაციის ქსელში არსებულ სამედიცინო ცენტრებში. სამეგრელოში საექთნო პროფესიულ სასწავლო კურსზე საბუთების მიღება 4 მაისს დაიწყო და 1 ივნისამდე გაგრძელდება.
სამეგრელოში მედდების გადამზადების კურსები იწყება.
სიახლეები
მსოფლიო
ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი
უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...
საზოგადოება
11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...
საზოგადოება
ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა
ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...
სიახლეები
Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა
Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...