მთავარისიახლეებისაზოგადოებაადგილობრივი მკვიდრი ლევან დანელია ერგეტაში მცხოვრებმა მამაკაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა. (VIDEO)

ადგილობრივი მკვიდრი ლევან დანელია ერგეტაში მცხოვრებმა მამაკაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა. (VIDEO)

Published on

გუშინ ზუგდიდის რაიონ სოფელ ურთაში ინციდენტი მოხდა. ადგილობრივი მკვიდრი ლევან დანელია ერგეტაში მცხოვრებმა მამაკაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა. დაშავებული დანელია ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს წევრის კარლო ღადუას ახლო ნათესავია. შემთხვევიდან ცოტა ხანში სამართალდამცავებმა დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი ჯოლოხავა დააკავეს, რომელმაც დანაშაული აღიარა. არსებული ინფორმაციის თანახმად, შემთხვევის საფუძველი შურისძიების ნიადაგზე მოხდა. ლევან დანელიას რამდენიმე თვის წინ ავტოავარია მოუვიდა, სადაც დაკავებული ჯოლოხავას ახლობელი დაშავდა. არსებული ინფორმაციის თანახმად, დაშავებული გუშინ გარდაიცვალა. დაზარალებული დანელია მკურნალობას ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე,მიმდინარეობს გამოძიება.

სიახლეები

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...