მთავარისიახლეებისაზოგადოება13 წლის მოზარდი, რომლის გადმოყვანას ოჯახის წევრები და ახლობლები ზუგდიდში ცდილობდნენ გარდაიცვალა....

13 წლის მოზარდი, რომლის გადმოყვანას ოჯახის წევრები და ახლობლები ზუგდიდში ცდილობდნენ გარდაიცვალა. (VIDEO)

Published on

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის  ქეთევან  ბაკურაძის ინფორმაციით, ე.წ საშვის არქონის გამო ავადმყოფი სამკურნალოდ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ენგურის ხიდით არ გამოატარეს. უბედური შემთხვევის მიზეზი დაგვიანებული სამედიცინო დახმარება აღმოჩნდა. არსებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპანტები საზღვარზე გატარების სანაცვლოდ 500 ლარს ან სპეციალურ საშვს ითხოვდნენ, თუმცა ოჯახს არც ერთი აღმოაჩნდა. მშობლები იძულებული გახდნენ ბავშვი შემოვლითი გზით გადმოეყვანათ.ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე საგარეო საქმეთა სამინისტრო საგანგებო განცხადებას ავრცელებს. თამარ ბერუჩაშვილის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გუშინ ოკუპირებულ აფხაზეთში მომხდარი ფაქტი ადასტურებს, რომ ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე ადამიანის უფლებები ირღვევა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, პატივი სცეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს და არ მოახდინოს ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზება," –  ნათქვამია საგარეო საქმეთა სმაინისტროს 

სიახლეები

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...