მთავარისიახლეებიპოლიტიკაგარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის საკითხმა ქალაქისდ საკრებულოში ხმაური გამოიწვია.

გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის საკითხმა ქალაქისდ საკრებულოში ხმაური გამოიწვია.

Published on

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე აზრთა სხვადასხვაობა და კამათი გამოიწვია ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის საკითხმა. აღნიშნული ინიცირებული პროექტის მომხსენებელი საკრებულოს იურიდიული კომისია იყო. უკმაყოფილება და კამათი გამოიწვია ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ანა წითლიძის ბრალდებამ. დეპუტატის განცხადებით, აღნიშნულ პროექტში კომპანია ვისოლისა და სოსო ფხაკაძის ინტერესები იკვეთება. საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა უმრავლესობით აღნიშნული პროექტი დაამტკიცეს. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების წინააღმდეგი მხოლოდ ანა წითლიძე იყო, ხოლო რაც შეეხება ბათლომე შელიას და თენგიზ ხარჩილავას – დეპუტატებმა თავი შეიკავეს. სხდომის შემდეგ ორივე მხრიდან კომენტარი გაკეთდა. ანა წითლიძის განცხადებით, 3 თვეა ქალაქ ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია საკრებულოზე ზეწოლას ახდებს, რომ გარე რეკლამის დადგებილება დაჩქარებულად მიიღონ. რაც შეეხება მერიის პოზიციას, ქალაქის მერის განცხადებით  აბსურდულ ბრალდებაზე კომენტარს არ გააკეთებს.საკრებულოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ გარე რეკლამირების უფლების მიღება აუქციონის წესით მოხდება, ხოლო ადგილები, სადაც უნდა განთავსდეს სარეკლამო ბანერები, დეპუტატის სიტყვებით,  ჯერჯერობით ამაზე საუბარი არ ყოფილა.საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით, გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრება არანაკლებ 1 წლისა და არაუმეტეს 5 წლის ვადით. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების კონკრეტული ვადა განისაზღვრება გარე რეკლამის ნებართვის გაცემის შესახებ აუქციონის გამოცხადების თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტით.

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...